ლევან იზორია: „ოდითგანვე, ქართველი კაცის ცხოვრება ჯარისკაცის ცხოვრების წესი იყო, ის მუდამ მზად იყო მტერთან საბრძოლველად“
30-04-2017, 11:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში საქართველოს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით სამწყობრო მოედანზე მოწყობილ პირად შემადგენლობას და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ქართული ჯარის დღე მიულოცა.

 


ლევან იზორიამ ყურადღება ქართველი ჯარისკაცების როლსა და თავდადებაზე გაამახვილა და სამშობლოს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

 


„ოდითგანვე ქართველი კაცის ცხოვრება ჯარისკაცის ცხოვრების წესი იყო, ის მუდამ მზად იყო მტერთან საბრძოლველად. ქართული ჯარი დღეს ჩვენი წინაპრების მხედრული ტრადიციების მემკვიდრეა. ქართულ შეიარაღებულ ძალებში თქვენი სამსახური, სწორედ ამ მემკვიდრეობის ღირსეული გაგრძელებაა და საქართველოს დაცვის საპატიო ვალდებულების შესრულებაა“, განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

 


თავდაცვის მინისტრმა საკუთარ სიტყვაში საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი ჯარისკაცების დამსახურება აღნიშნა და პატივი მიაგო მათ ხსოვნას, ვინც სამშობლობისთვის გმირულად დაიღუპა.

 


მინისტრმა უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განხორციელებული რეფორმები ნატოს მიერ განსაზღვრულ სტრატეგიასთან აბსოლუტურ თანხვედრაშია. ლევან იზორიამ სტრატეგიულ პარტნიორთან-ამერიკასთან თანამშრომლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

 


უფრო ადრე თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედროების ხსოვნას მიაგო პატივი.

 

 

 

 

 


გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალთან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი, ვლადიმერ ჩაჩიბაია მოადგილეებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ლელა ჩიქოვანი, ზაალ კაპანაძე, გიორგი ბუთხუზი და შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 


მემორიალთან საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა სამგლოვიარო მარში და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.

 


საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსების 26 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდან სხვადასხვა ლოკაციაზე აღინიშნება. სამხედრო მოსამსახურეებისთვის პროფესიული დღის მისალოცად, თავდაცვის მინისტრი გორში, I ქვეით ბრიგადასა და ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში იმყოფებოდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს კი, საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე ლევან იზორიამ, ტელეხიდის საშუალებით, თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან მიულოცა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი