ტრამპი: კიმ ჩენ ინმა 26 თუ 27 წლის ასაკში აიღო ძალაუფლება ხელში - ბევრი, იქნებოდა ეს მისი ბიძა თუ სხვა ვინმე, ცდილობდა ამ ძალაუფლებიდან მის ჩამოცილებას... აშკარაა, რომ ის საკმაოდ ჭკვიანია
30-04-2017, 14:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის დაძაბულობის ფონზე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი „საკმაოდ ჭკვიანია“, რადგან შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება, რომელიც მან საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში აიღო.

 


„ხალხი კითხულობს, ის საღად აზროვნებს?“ თქვა ტრამპმა CBS-სთან საუბრისას და განაგრძო: „ვერაფერს ვიტყვი. მე ვერ გეტყვით ამას. ბევრ ადამიანს არ მოსწონს, როცა მე ამას ვამბობ, მაგრამ ის იყო ახალგაზრდა კაცი, 26 თუ 27 წლის, როდესაც ძალაუფლება აიღო ხელში, როცა მამამისი გარდაიცვალა. მას, აშკარაა, რომ ძალიან მაგარ ხალხთან აქვს საქმე, განსაკუთრებით გენერლებთან და სხვებთან და ძალიან ახალგაზრდა ასაკში მან შეძლო ძალაუფლების ხელში აღება და განმტკიცება. ბევრი ადამიანი, დარწმუნებული ვარ, ცდილობდა მისი ამ ძალაუფლებიდან ჩამოცილებას, იქნებოდა ეს მისი ბიძა თუ სხვა ვინმე. და მან ეს შეძლო და ამგვარად, ნათელია, რომ ის საკმაოდ ჭკვიანი ვინმეა. მაგრამ ჩვენ გვაქვს სიტუაცია, რომელსაც ვერ დავუშვებთ, ვერ დავუშვებთ იმას, რაც დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა და გულახდილად რომ ითქვას, ამაზე უნდა ეზრუნა ობამას ადმინისტრაციას, ბუშის ადმინისტრაციას, კლინტონს“, განაცხადა ტრამპმა, რომლის ამერიკულ ტელეარხთან ინტერვიუმდე რამდენიმე საათით ადრე ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რითაც უგულვებელყო ამერიკის შეერთებული შტატების და ჩინეთის - კარჩაკეტილი ქვეყნის მთავარი დიპლომატიური მოკავშირის - გაფრთხილებები, შეაჩეროს ბირთვული და სარაკეტო პროგრამები.

 

 

სამხრეთ კორეის და შეერთებული შტატების ოფიციალური პირების თქმით, ფხენიანის ბოლო სარაკეტო გამოცდა წარუმატებელი აღმოჩნდა, რაც მარტის შემდეგ ჩრდილოეთ კორეის უკვე ოთხი ერთმანეთზე მიყოლებული წარუმატებელი სარაკეტო გამოცდაა.

 

 

სარაკეტო გამოცდა ფხენიანმა შაბათს, იმ დროს მოაწყო, როცა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა გააფრთხილა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების შეჩერების წარუმატებლობა შესაძლოა, „კატასტროფული შედეგების“ გამომწვევი აღმოჩნდეს.



„მხოლოდ დროის საკითხია, რომ ჩრდილოეთ კორეამ განავითაროს მისი შესაძლებლობა, დარტყმა მიაყენოს შეერთებული შტატების კონტინენტს“, განაცხადა ტილერსონმა და დაამატა, რომ აშშ საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ძალას გამოიყენებს.

 


როგორც ტრამპმა CBS-ს უთხრა, „ისინი შესაძლოა, უბრალოდ კარგი რაკეტები არაა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მას [კიმ ჩენ ინს] ექნება კარგი რაკეტები“.

 


ჩრდილოეთ კორეაზე დარტყმის შესახებ დასმული შეკითხვა კი პრეზიდენტმა ღიად დატოვა.

 


„ჩვენ არ უნდა ვაცხადებდეთ ყველა ჩვენი ნაბიჯის შესახებ. ეს ჭადრაკის თამაშია. მე არ მინდა ხალხმა იცოდეს, თუ რა არის ჩემი ფიქრები. ამვარად, მას ბოლოს და ბოლოს ექნება უკეთესი გადაცემის სისტემა და თუ ეს მოხდება, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს მოხდეს“, განაცხადა სატელევიზიო ინტერვიუში დონალდ ტრამპმა, რომელმაც ხუთშაბათს, „როიტერსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის დაძაბული ურთიერთობა „დიდ, დიდ კონფლიქტამდე მივიდეს“.

 


აღნიშნულის პერსპექტივით კი შეშფოთებულია რომის პაპი, რომელმაც შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ფხენიანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების გამო არსებული დაძაბულობის შესანელებლად საერთაშორისო შუამავლობის საჭიროების მოწოდება გააკეთა და გამაფრთხილებლად თქვა, რომ კრიზისი გამანადგურებელი ომის რისკის შემცველია, რომელშიც „კაცობრიობის დიდი ნაწილი“ მოისპობა.

 

 

ჩინეთი კი - ჩრდილოეთ კორეის ერთადერთი ყველაზე მთავარი დიპლომატიური მოკავშირე - შიშობს, რომ „კონფლიქტმა შესაძლოა ნებისმიერ მომენტში იფეთქოს“, რადგან დაძაბულობა ჩრდილო კორეის გარშემო იზრდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი