საუდის არაბეთი გერმანული იარაღის შესყიდვაზე უარს ამბობს - ანგელა მერკელი ჯედაჰში მეფე სალმანთან მოლაპარაკებებს მართავს
01-05-2017, 00:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საუდის არაბეთს განსაზღვრული აქვს თავი შეიკავოს გერმანიიდან უფრო მეტი შეიარაღების შესყიდვისაგან და ამის ნაცვლად კონცენტრირება მოახდინოს ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, სხვა სექტორებში. სტატიას აღნიშნულის შესახებ გერმანული ჟურნალი „შპიგელი“ აქვეყნებს.

 


„ჩვენ კეთილგანწყობით ვუდგებით გერმანიის თავდაჭერილობას საუდის არაბეთთან ექსპორტთან დაკავშირებით; ჩვენ ვიცით საკითხის პოლიტიკური ისტორია“, უთხრა საუდის არაბეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მუჰამედ ალ-თუვაიჯრიმ ჟურნალს.

 


„ჩვენ უკვე აღარ შევუქმნით რაიმე პრობლემას გერმანიის მთავრობას იარაღის ახალი თხოვნებით“, დაამატა მან.

 


„დოიჩე ველეს“ ცნობით, თუვაიჯრიმ თქვა, რომ ცვლილების მიზეზი ბერლინთან უფრო ახლო თანამშრომლობის სურვილია სხვა სფეროებში, ვიდრე შეიარაღებაა და ელ-რიადის მიზანია გახადოს გერმანია მისი ერთ-ერთი „ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი“.

 


„გერმანიასთან ურთიერთობები ჩვენთვის გაცილებით უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე შეიარაღების შეთანხმებებზე დავა“, თქვა მან.

 


საკამათო, მაგრამ მომგებიანი საკითხი

 


გერმანიის მიერ საუდის არაბეთისთვის იარაღის მიწოდების შეთანხმება ბევრი წლის განმავლობაში წინააღმდეგობებით სავსე იყო, რადგან საუდის სამეფო ხშირად არის კრიტიკის სამიზნე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობის გამო.

 


სხვა საკითხებს შორის, საუდის არაბეთის ჩართულობამ იემენის დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომში, რომელშიც ბევრი სამოქალაქო პირი დაიღუპა საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით შქმნილი კოალიციის სამხედრო თვითმფრინავების მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად, წარმოშვა შიშები, რომ გერმანული იარაღი არასწორად იქნა გამოყენებული.

 


წინასწარი მონაცემებით, 2016 წელს გერმანიამ საუდის არაბეთში ნახევარ მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების იარაღის ექსპორტი განახორციელა.

 

 

სამოქალაქო მსხვერპლი 

 


ინტერვიუ მაშინ დაიბეჭდა, როდესაც კვირას, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საუდის არაბეთის სამეფოში მეფე სალმანთან და სხვა ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების საწარმოებლად ჩავიდა. „დოიჩე ველეს“ ცნობით, კანცლერის თანმხლებ ბიზნესდელეგაციაში არ არიან წარმოდგენილი იარაღის მწარმოებელი კომპანიები, თუმცა გერმანიის მთავრობამ უწინ განაცხადა, რომ იარაღი საუდის არაბეთში მაინც იქნება შეტანილი, ოღონდ ცალკეული განხილვების საფუძველზე.

 


კომერციულ ცენტრ ჯედაჰში მოლაპარაკებებისას მერკელმა იემენში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით წარმოებული საჰაერო დარტყმების დასრულების აუცილებლობაზე მოწოდება გააკეთა. „ჩვენ გვჯერა გაერო-ს ხელმძღვანელობით წარმართული დიპლომატიური გადაწყვეტის პროცესის“, თქვა მან. „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამ კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტა შესაძლებელია“.

 


მერკელმა თქვა, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს უკვე სიღატაკეში ჩაფლული ქვეყნის კიდევ უფრო „უკიდურეს ჰუმანიტარულ მდგომარეობაში“ ჩავარდნისა და მეტი ადამიანის დასაცავად, მაშინ როცა დაუშვა, რომ მხოლოდ საუდის არაბეთი არ არის მხარე, რომელიც კომპრომისებზე უნდა წავიდეს.

 


საუდის არაბეთის მთავრობაიემენის ომში 2 წელზე მეტია რაც სამხედრო ინტერვენციას ახორციელებს, ხელმძღვანელობს რა სუნიტი არაბების კოალიციას და ბომბავს შიიტი „ჰოუტჰის“ მებრძოლების პოზიციებს, რომელსაც ელ-რიადი მისი რეგიონული მეტოქის, ირანის ნდობით მოსარგებლე ძალებად (ე.წ. პროქსი ძალები) განიხილავს. საჰაერო დარტყმების გამო დიდძალი სამოქალაქო მსხვერპლის პირობებში, საუდის არაბეთის თვით ყველაზე ახლო მოკავშირემ, შეერთებულმა შტატებმაც კი მოუწოდა ელ-რიადს საჰაერო თავდასხმების შეწყვეტისაკენ.

 

 

სამხედრო და საპოლიციო მომზადება

 

 

საუდის არაბეთის შესახებ სამხედრო ქმედებებისაგან თავდაჭერილობის მიუხედავად, შეთანხმება, რომელსაც მერეკელის ვიზიტის დროს მოეწერა ხელი, ითვალისწინებს გერმანიის ბუნდესვერის ჯარისკაცების დახმარებას საუდის არაბეთის კოლეგების გაწვრთნის მხრივ, განაცხადა ბერლინში მთავრობის წარმომადგენელმა.

 


შეთანხმების თანახმად, საუდის არაბეთის ჯარისკაცები მომზადებას ბუნდესვერის ობიექტებზე გაივლიან, თქვა გერამანიის მთავრობის წარმომადგენელმა, რომელსაც სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

 


ასევე ხელი მოეწერა პოლიციელების მომზადებასთან დაკავშირებული თანამშრომლობის განზრახულობის დოკუმენტს. სხვა საკითხებთან ერთად, სქემა მოიცავს გერმანიის ფედერალური პოლიციის მიერ საუდის არაბეთის სასაზღვრო პოლიციისთვის ინსტრუქციების მიცემას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი