ახალქალაქის საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეპუტატი გიორგი მოსიძე თემაზე - „საქართველო და ევროკავშირი“ ესაუბრა
01-05-2017, 04:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალქალაქს „ევროპის დღის“ აღსანიშნავად, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი გიორგი მოსიძე ეწვია და საჯარო სკოლის მოსწავლეებთან თემაზე „საქართველო და ევროკავშირი“ ისაუბრა.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი მოსიძე მოსწავლეებს ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე ესაუბრა, გააცნო მასში შემავალი ქვეყნები და ევროპული სტრუქტურების მუშაობის სპეციფიკა. დეპუტატმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროპულ არჩევანს, საქართველოს ევროპული სტრუქტურებისკენ სწრაფვას და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ადგილის დამკვიდრების მნიშვნელობას.

 

 

გიორგი მოსიძემ, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებაზე, განათლებასა და სახელმწიფოს განვითარებაში განათლებული ახალი თაობის როლზეც ისაუბრა.

 

 

„თქვენ, მომავლის თაობა, თუ კარგ განათლებას მიიღებთ, აუცილებლად იქნებით წარმატებული ადამიანები. ეს კი ჩვენი ქვეყნის წარმატების საწინდარია“, მიმართა მოსწავლეებს დეპუტატმა.

 

 

მოსიძემ მოსწავლეებს იმ კონკურსზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც „ევროპის დღესთან“ დაკავშირებით პარლამენტში იმართება. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ საკუთარი ნახატები - თემაზე: „ჩემი თვალით დანახული ევროპა“ წარმოადგინონ.

 

 

კონკურსის მონაწილეებს პარლამენტში 8 მაისს უმასპინძლებენ და საუკეთესო ნახატების ავტორებს დააჯილდოებენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი