ლევან კობიაშვილმა ლანჩხუთის გამგებლის ინიციატივას, საფეხბურთო აკადემიის დაფუძნებასთან დაკავშირებით, მხარი დაუჭირა
01-05-2017, 14:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ლანჩხუთში იმყოფებოდა, სადაც მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზაზა ურუშაძესა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ფეხბურთის სამომავლო განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.

 


ლანჩხუთის გამგეობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კობიაშვილმა მხარდაჭერა გამოხატა მუნიციპალიტეტის გამგებელის, ზაზა ურუშაძის ინიციატივის მიმართ, რაც ლანჩხუთში საფეხბურთო აკადემიის დაფუძნებას ითვალისწინებს.

 

 

 

 

 


„ქართული ფეხბურთის გადარჩენის ერთადერთი გამოსავალი სპორტული აკადემიების გაკეთებაა. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ნიჭიერ ბავშვებს შევუქმნათ სათანადო პირობები. ზოგად განათლებასთან ერთად ისწავლონ ფეხბურთი და სპორტით იყვნენ დაკავებულები“, განაცხადა ლევან კობიაშვილმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც გამგეობის პრესსამსახური ახდენს.

 


სტუმრებმა ა(ა)იპ „ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის“ ადმინისტრაციული შენობა მოინახულეს. გამგეობის ცნობით, გვიმბალაურში ე.წ. კოლეჯის შენობა უზურფრუქტის წესით გადაეცა საფეხბურთო სკოლას, ბიუჯეტიდან გამოიყო თანხა, რითაც ამ ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი შენობა გარემონტდა - გაკეთდა საშხაპეები, გასახდელები, მსაჯთა ოთახი, შეძენილია სათანადო ინვენტარი. საფეხბურთო სკოლას ასევე გადაეცა ჩიბათის საფეხბურთო მოედანი.

 

 

 

 

 


„ძალიან მიხარია, რომ დღეს ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ეყრება საფუძველი. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ ლევან კობიაშვილს.მომავალ კვირას თბილისში კიდევ ერთხელ შევხვდები, დავკონკრეტდებით და დავიწყებთ ამ ძალიან კარგი საქმის ერთობლივად გაკეთებას“, განაცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

 

კომენტარები: 2
#2   ემზარი
      
მიხარი რომ ლანჩხუტში აკადემია იქნება.ყველას ეშველება ნელ ნელა ,აფხაზეთიდან დევნილ ბავშვების გარდა.თბილისის ზღვაზე არის 50 ათ მოზარდამდე ვწვალობთ სტადიონს ვქირაობთ მაგრამ ეს ენტიზიაზმი გამომელევა და დარჩება ამდენი მოზარდი გარეთ.სხვაგან სიძვირეს გამო ფეხბურთზე ვერ ივლიან .იქნებ ჩვენც ცოტათი მოგვხედოს ვინმემ
2 მაი 2017 13:08
#1   მაია (მაყვალა) ჩხაიძე
      
შესანიშნავი პროექტია. მახსოვს, ლანჩხუთის ,,გურია"-ს წარსულში
შარავანდედი ედგა და ჩვენს ეროვნულ სიამაყეს წარმოადგენდა. ვფიქრობ, ამ პროექტის წარმატებით განხორციელების მეშვეობით, ლანჩხუთის ,,გურია" წარსულ დიდებას კვლავ დაიბრუნებს.
გისურვებთ წარმატებებს!
2 მაი 2017 02:46
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი