თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 100 წლისაა
02-05-2017, 02:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 100 წლისაა. კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნა.

 


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ფესტივალი, რომელიც 15 ღონისძიებას მოიცავს, პრემიერ მინისტრის პატრონაჟითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

 

 

ღონისძიებას გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

 

 

პრემიერმა კონსერვატორიის პროფესორებს, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს საიუბილეო თარიღი მიულოცა. მან მადლობა გადაუხადა მუსიკოსებს, რომლებმაც სახელი გაუთქვეს ქართულ სამუსიკო ხელოვნებას და მსოფლიოს აცნობენ საქართველოს, როგორც უძველესი კულტურის ქვეყანას.

 

 

„ამ 100 წლის განმავლობაში თბილისის კონსერვატორია არასოდეს ყოფილა უბრალოდ სამუსიკო განათლების ცენტრი, ის ყოველთვის იყო საერთაშორისო მასშტაბის კულტურული და საგანმანათლებლო კერა. ამ პერიოდის მანძილზე თბილისის კონსერვატორიამ ბევრი გამოჩენილი მუსიკოსი აღუზარდა, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს. ეს არ იყო შემთხვევითი, ეს არის ლოგიკური გამოხატულება იმ უმაღლესი რანგის პროფესიონალიზმის, რომელიც ახასიათებდა და ახასიათებს ამ საგანმანათლებლო კერას. მინდა, ყველა პედაგოგს, პროფესორს, რომლებსაც ამ კედლებში უმოღვაწიათ და დღესაც შრომობენ, გადავუხადო უდიდესი მადლობა," განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

 


გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ თბილისის კონსერვატორია რეგიონული მნიშვნელობის უმაღლესი მუსიკალური სასწავლებელია. პრემიერ მინისტრმა გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა კონსერვატორიის რექტორს, რეზო კიკნაძეს და რექტორის მოადგილეს, მანანა დოიჯაშვილს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი