ჭიათურაში, თორღვაშვილის ქუჩის 1-ელ, 3 და 5 ნომერში, შიდა ეზოების მოასფალტების სამუშაოები დასრულდა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინფრასტრუქტურული ღონისძიებები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და ჯამში, 21 142 ლარი დაიხარჯა.
ჩატარებული სამუშაოები ჭიათურის გამგებელმა, ზურაბ კუპატაძემ და გამგებლის მოადგილემ, თემურ შეყლაშვილმა გამგეობის ტექნიკურ ზედამხედველთან ერთად მოინახულეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.