სოფელ გლდანში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო
02-05-2017, 06:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფელ გლდანში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად ჩადო.

 


დედაქალაქის მერიის ცნობით, ახალი საბავშვო ბაღი 7-ჯგუფიანი იქნება და იქ სკოლამდელი განათლების მიღებას 250-მდე აღსაზრდელი შეძლებს. 

 


„ეს არის ახალი საბავშვო ბაღების პროგრამის ფარგლებში, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საბავშვო ბაღი, რადგან სოფელ გლდანში პრაქტიკულად, არასდროს არსებობდა ასეთი საბავშვო ბაღი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აგვეშენებინა ახალი, 250 ბავშვზე გათვლილი ბაღი. თანამედროვე შენობა იქნება კეთილმოწყობილი ეზოთი და ყველანაირი პირობებით. მშენებლობა ერთი წლის თავზე დასრულდება და ადგილობრივ მოსახლეობას ახალ საბავშვო ბაღს ჩავაბარებთ“, განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

 


მერიის ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მოთხოვნა სოფელ გლდანის მოსახლეობისგან წლების განმავლობაში აქტუალური იყო, რადგან იქ საბავშვო ბაღი სოფელში არასოდეს ყოფილა. აღსანიშნავია, რომ ნასაგურისა და სოფელი დიღმის შემდეგ ეს უკვე მესამე ახალი საბავშვო ბაღია, რომელსაც დედაქალაქის მერია თბილისთან შემოერთებულ ტერიტორიებზე აშენებს.

 


„შემოერთებული ტერიტორიები ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ჩვენთვის, გამომდინარე აქედან, სოფელ გლდანში საბავშვო ბაღის მშენებლობა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გადადგა ქალაქ თბილისის მერიამ და საკრებულომ. აღნიშნულ საბავშვო ბაღს მომავალი წლის გაზაფხულზე ჩვენ საზეიმოდ გავხსნით“, განაცხადა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თემურ თორდინავამ.

 


თბილისში ამჟამად 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, მათგან ხუთი სექტემბერში გაიხსნება. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო წელს კიდევ 8 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას დაიწყებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი