ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტებს შორის „ნაყოფიერი“ სატელეფონო საუბარი შედგა
03-05-2017, 00:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტები სატელეფონო საუბრისას შეთანხმდენ სირიაში ცეცხლის შეწყვიტისთვის თავიანთი ბერკეტები გამოიყენონ და შეაჩერონ სამოქალაქო ომი, რომელიც ქვეყანაში 2011 წლის შემდეგ მიმდინარეობს.

 


დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით პირველად ისაუბრეს მას შემდეგ, რაც დაახლოებით ერთი თვის წინათ შეერთებულმა შტატებმა სირიის წინააღმდეგ ბაშარ ალ-ასადის მიერ სავარაუდო ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, საჰაერო დარტყმები განახორციელა, რამაც ურთიერთობები დაძაბა.

 


სირიის გარდა განხილული იქნა ჩრდილოეთ კორეის და სამომავლო პირისპირ შეხვედრის დროის შერჩევის საკითხები.

 


თეთრი სახლის და კრემლის განცხადებების თანახმად, პრეზიდენტებს ნაყოფიერი საუბარი ჰქონდათ.

 


როგორც BBC იუწყება, თეთრი სახლი განცხადებაში ნათქვამია, რომ „პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პრეზიდენტი პუტინი შეთანხმდნენ, რომ სირიაში ტანჯვა-წამება დიდი ხანი გრძელდება და ყველა მხარემ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც კი მათ შეუძლიათ, რათა დაასრულონ ძალადობა“.

 


„ძალინ კარგი საუბარი იყო, რომელიც მოიცავდა უსაფრთხო თუ დეესკალაციის ზონებს, ჰუმანიტარულ და ბევრ სხვა საფუძვლებს ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“.

 


კრემლის განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ პრეზიდენტები შეთანხმდნენ, გაზარდონ მცდელობები ცეცხლის შეწყვეტის გასაძლიერებლად გზების მონახვის მიმართულებით.

 


„აღნიშნულის მიზანია შეიქმნას პირობები სირიაში ნამდვილი გადაწყვეტილების პროცესისთვის“, ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

 


თეთრმა სახლმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპმა და პუტინმა აგრეთვე ისაუბრეს „თუ როგორ გადაწყვიტონ საუკეთესოდ ძალიან სახიფათო მდგომარეობა ჩრდილოეთ კორეაში“.

 


კარჩაკეტილი კომუნისტური სახელმწიფოს ბირთვული და ბალისტიკური სარაკეტო პროგრამების განვითარებამ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დაძაბულობა გაზარდა. ტრამპმა გასულ კვირას განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის შესაძლოა „დიდი, დიდი კონფლიქტი“ მოხდეს.

 


კრემლმა განაცხადა: „სახიფათო სიტუაცია კორეის ნახევარკუნძულზე დეტალურად იქნა განხილული. ვლადიმერ პუტინმა მოუწოდა თავშეკავებისაკენ და დაძაბულობის დონის შემცირებისაკენ“.

 


კრემლის განცხადებით, ამერიკის და რუსეთის ლიდერებმა ასევე განიხილეს მათი პირისპირ შეხვედრის საკითხი, ჰამბურგში, ივლისის პირველ ნახევარში, დიდი ოცეულის სამიტის მიმდინარეობის პარალელურად.

 

კომენტარები: 2
#2  საბა
      
ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?!
3 მაი 2017 01:59
#1   გურამ
      
ისინი კი შეთანხმდებიან,თავიანთი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მისწრაფებების შესაბამისად, ჩვენ კი ფრთხილად,გამჭრიახობითა და გონივრული მოქნილობით დავიცვათ ერის და ქვეყნის ინტერესები. სხვა გამოსავალი არ გვაქვს.როგორც ჩვენმა წინაპრებმა გაიარეს ბასრი სამართებლის პირზე და ქვეყანა ჩაგვაბარეს,ასევე ჩვენც უნდა გადავცეთ ქართული სახელმწიფო მომავალ თაობებს.
3 მაი 2017 01:49
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი