„არმიამ“ ბრიტანელ მორაგბეებთან ერთობლივი ვარჯიში გამართა
03-05-2017, 12:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში რვადღიან ვიზიტად დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების ქვეითთა მომზადების ცენტრის პირველი საწვრთნელი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებიან. მოგვიანებით, მათ ქვეითთა მომზადების ცენტრის ბატალიონის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი რიჩარდ ბელლი შეუერთდება.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მეგობრული ვიზიტის ფარგლებში, 25 ბრიტანელი სამხედრო ინსტრუქტორისაგან შემდგარმა მორაგბეთა გუნდმა „არმიასთან“, დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რაგბიში ერთობლივი ვარჯიში გამართა. სპორტსმენები ემზადებიან ამხანაგური მატჩებისთვის, რომელსაც საქართველოსა და ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მორაგბეთა გუნდები გორსა და ბათუმში გამართავენ.

 


უწყების განმარტებით, ვიზიტი მიზნად ორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეთა შორის ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებას ისახავს. ბრიტანელი სტუმრები საქართველოს ღირსშესანიშნაობებსაც მოინახულებენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი