ირანის ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 35 მუშა დაიღუპა
03-05-2017, 23:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ ირანში, ქვანახშირის მაღაროში ოთხშაბათს მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 35 მუშა დაიღუპა და ათეულობით დაშავდა. ინფორმაციას „როიტერსი“ ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


ზემესტანიურთის მაღაროში აფეთქება ადგილობრივი დროით 12:45 საათზე მაშინ მოხდა, როცა მუშები ლოკომოტოვის ამუშავებას ცდილობდნენ.

 


ნახევრად ოფიციალური „ტასნიმის“ საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, ირანის შრომის და სოციალური კეთილდღეობის მინისტრმა ალი რაბიეიმ განაცხადა, რომ ინციდენტის დროს 35 მაღაროელი დაიღუპა.

 

 

 

 

 


ირანული მედიის ცნობით, 30-ზე მეტი დაშავებული ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

 


ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ უფრო ადრე იუწყებოდა, რომ 50-ზე მეტი მუშა იყო მომწყვდეული ორი კილომეტრის სიგრძის გვირაბში, რომელიც გაზით იყო სავსე, ეს კი სამაშველო მცდელობებს აფერხებდა.

 


„ფარსის“ ცნობით, მაღაროში სულ 500 მუშაა დასაქმებული და აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც მუშების ახალი ცვლა გადიოდა სამუშაოზე.

 


სახელმწიფო სააგენტო IRNA -ს ინფორმაციით, პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ შრომის და სოციალური კეთილდღეობის მინისტრი გაგზავნა მაღაროში იმისათვის, რომ ზედამხედველობა გაუწიოს სამაშველო ოპერაციებს და დაშავებულთა მკურნალობას.

 


საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების წყალობით, ირანმა 2016 წელს 1.68 მილიონი ტონა ქვანახშირი დაამზადა, რაც წინა წლებთან შედარებით საგრძნობი ზრდაა. იგი პროდუქციას ძირითადად შიდა მოხმარებისთვის, ფოლადის წარმოებისთვის იყენებს და მხოლოდ მცირე რაოდენობა გააქვს ექსპორტზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი