გიორგი კვირიკაშვილი: ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საქართველო პირველი გამოფენის მასპინძელი იქნება
04-05-2017, 01:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2017 წლის ივლისის ბოლოდან, სამი თვის განმავლობაში, ახლადშექმნილ ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საქართველო იქნება მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიებების პირველი ორგანიზატორი და მასპინძელი, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვან მიღწევად შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, კიდევ უფრო კარგად გააცნოს მსოფლიოს ქართული კულტურა, ქართული ღვინო და ქვეყნის პოტენციალი.

 

 

„ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში წელს პირველად იმართება ღვინის ცივილიზაციის გამოფენა, სადაც საქართველო არის მასპინძელი, როგორც ღვინის ცივილიზაციის აკვანი და ღვინის ქვეყანა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ივლისის ბოლოდან ოქტომბრის ჩათვლით, ბორდოსთან ერთად საქართველო უმასპინძლებს გამოფენას, სადაც გაიმართება სხვადასხვა საინფორმაციო ხასიათის წარმოდგენა, იქნება მაქსიმალური ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი უძველესი კულტურის, ქართული ღვინის, ხელოვნების შესახებ. გამოფენაზე საქართველოს წარდგენას ხელმძღვანელობს სოფლის მეურნეობის მინისტრი. ღონისძიების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მინდა, ვთხოვო ყველა უწყებას, მაქსიმალურად ითანამშრომლოს ბატონ ლევან დავითაშვილთან, რათა საქართველო საუკეთესო კუთხით წარმოჩინდეს. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლების და ჩვენი უძველესი კულტურის გაცნობის კუთხით. ეს არის დიდი მიღწევა, რომ ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში, პირველი საგამოფენო წლის განმავლობაში, საქართველო იქნება მასპინძელი. მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს მიღწევა. ასეთი რამ ალბათ წარმოუდგენელი იყო წლების წინ და დღეს ეს გახდა შესაძლებელი, რაც უდიდესი მიღწევაა," აღნიშნა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი