ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, იანვარ-აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ღვინის ექსპორტი 59%-ით გაიზარდა
04-05-2017, 05:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 39 ქვეყანაში ექსპორტირებულია 18,4 მლნ ბოთლი ღვინო, რაც  გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 59%-ით აღემატება. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 41,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 54%-ით აღემატება.

 


„მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მდგომარეობით, ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის მაჩვენებლები 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60%-მდეა გაზრდილი. ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნების, ჩინეთის, აშშ-ს და აგრეთვე ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის მიმართულებით ღვინის ეროვნული სააგენტო და მეღვინეობის დარგი შეთანხმებულად მუშაობს“ აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.

 


ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 207% (2 391 981), საფრანგეთი - 332% (65 040), აზერბაიჯანი - 217% (42 264), ისრაელი - 150% (65 490), რუსეთი - 87% (11 076 205), გერმანია - 38% (145 168), ბელარუსი - 37% (183 150), უკრაინა - 26% (1 874 212), პოლონეთი - 19% (814 882), ლატვია - 14% (400 190) და სხვა.

 


ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი -11 076 205, ჩინეთი -2 391 981, უკრაინა - 1 874 212, პოლონეთი - 814 882 და ყაზახეთი - 602 407 ბოთლი.

 


ამასთან, მსოფლიოს 14 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 325 298 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 56%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 10,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 67%-ს აღწევს.

 

 

საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 63 410 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 124% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 177,4 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით 96%-ს მიაღწია.

 


მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 75,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 59% შეადგინა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი