სომალის უსაფრთხოების ძალებმა 31 წლის მინისტრი მის ავტომანქანაში „შეცდომით მოკლეს“
04-05-2017, 09:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სომალის უსაფრთხოების ძალებმა მთავრობის 31 წლის მინისტრი, აბას აბდულაჰი შეიხი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. უსაფრთხოების ძალებს იგი მებრძოლ ისლამისტში შეეშალათ.

 


როგორც BBC ოფიციოზზე დაყრდნობით იუწყება, იგი დედაქალაქ მოგადიშუში საპრეზიდენტო სასახლის სიახლოვეს მის ავტოსატრანსპორტო საშუალებაში იქნა მოკლული.

 


ქვეყნის სახელმწიფო რადიოს ცნობით, პრეზიდენტმა მინისტრის მკვლელობის გამო მისი ეთიოპიაში ვიზიტი შეამოკლა.

 


აბას აბდულაჰი შეიხი ლტოლვილთა ბანაკში გაიზარდა და გასული წლის ნოემბერში იგი სომალის ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი, ხოლო მინდინარე წლის თებერვალში კი მინისტრი გახდა.

 


უსაფრთხოების ძალები პატრულირებისას ავტომანქანას წააწყდნენ, რომელსაც გზა ჰქონდა გადაკეტილი და იფიქრეს, რომ მას მებრძოლები მართავდნენ, რის გამოც სატრანსპორტო საშუალებას ცეცხლი გაუხსნეს, განუცხადა პოლიციის მაიორმა ნურ ჰუსეინმა ახალი ამბების სააგენტო „როიტერსს“.

 


ბატონი აბასი „შეცდომით იქნა მოკლული - მათ მის ავტომანქანას ცეცხლი შემთხვევით გაუხსნეს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული“, განაცხადა მოგადიშუს მერიის წარმომადგენელმა, აბდიფატაჰ ომარ ჰალანემ.

 


პრეზიდენტმა მუჰამედ აბდულაჰი მუჰამედ ფარმაჯომ განაცხადა, რომ აბასს სახელმწიფო პატივით დაკრძალავენ.

 


მან უსაფრთხოების ძალებს უბრძანა, „დაუყოვნებლივ, ძირისძირამდე გამოიძიონ აღნიშნული ტრაგედიის“ მიზეზი და დამნაშავეები დასაჯონ.

 


ინფორმაციის მინისტრმა აბდირაჰმან ოსმანმა განაცხადა, რომ რამდენიმე ადამიანი დაპატიმრებულია, მაგრამ მას დამატებითი დეტალები არ უთქვამს.

 


BBC წერს, რომ შეიარაღებულ ძალებს შეცდომით მანამდეც მოუკლავთ ოფიციალური პირები, მაგრამ საზოგადოებრივი სამუშაოების მინისტრი სავარაუდოდ, ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირია, რომელიც „შემთხვევითი გასროლით“ იქნა მოკლული.

 


აბასი კენიაში, დადააბის ბანაკში გაიზარდა - ადგილი, რომელიც კონფლიქტსა და გვალვას გამოქცეული ასეულობით ათასი სომალელის სახლია.

 


სომალის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ალ-შაბაბის მებრძოლთა კონტროლის ქვეშ იმყოფება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი