Obamacare „მკვდარია“, განაცხადა ტრამპმა მას შემდეგ, რაც კონგრესში „რესპუბლიკელების“ ჯანდაცვის კანონპროექტს ეყარა კენჭი
05-05-2017, 01:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Obamacare (ობამას მიერ მიღებული ჯანდაცვის კანონი) „მკვდრად“ გამოაცხადა მას შემდეგ, რაც „რესპუბლიკელების“ ჯანდაცვის კანონპროექტი ხმების მცირე უპირატესობით - 217 ხმით 213 -ის წინააღმდეგ გავიდა კონგრესის ქვედა პალატაში.

 


ობამას ჯანდაცვის კანონის შეცვლა ტრამპის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო.

 


„დემოკრატების“ განცხადებით, ამერიკის ჯანდაცვის აქტი მილიონობით ადამიანს ტოვებს დაუზღვეველს.

 


როგორც BBC იუწყება, კანონპროექტი ახლა სენატში გადაიგზავნება, სადაც „რესპუბლიკელებმა“ აჩვენეს, რომ მას შეცვლიან და ახალ კანონს დაწერენ.

 


იმ დროს, როდესაც კანონმდებლები კონგრესს ტოვებდნენ, კაპიტოლ ჰილის წინ შეკრებილი პროტესტანტები გაჰყვიროდნენ „სირცხვილი თქვენ!“ მაგრამ საზეიმო მომენტები იყო თეთრი სახლის პატარა მდელოზე, სადაც პრეზიდენტმა წარმომადგენლობითი პალატის „რესპუბლიკელი“ წევრებისთვის მიღება გამართა.

 

 

 


ექვსი კვირის წინათ ჯანდაცვის კანონის მიღების პერსპექტივა ბუნდოვანი ჩანდა, რადგან ტრამპის მხარდამჭერებს საჭირო ხმების რაოდენობა არ გააჩნდათ. მაგრამ კანონპროექტში რამდენიმე ცვლილება შევიდა, რათა დაკმაყოფილებულიყო „რესპუბლიკელების“ როგორც კონსერვატიული, ისე ზომიერი ფრთის ამბიციები.

 


ტრამპმა ვარდების ბაღში ტრიუმფალურად გამოაცხადა: „არ დაუშვათ შეცდომა, ეს არის ანულირება“, თქვა მან და დაამატა, რომ Obamacare „არსებითად მკვდარია“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი