მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები პატიმრობის გირაოთი შეცვლას და სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვენ
05-05-2017, 03:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატები მამა გიორგი მამალაძისთვის  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლის, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის და რამდენიმე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობას დააყენებენ.

 

 

„დღეს იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, მამა გიორგი მამალაძის მიმართ პროკურატურამ ამ ხნის განმავლობაში, არც ერთი ნაბიჯი არ გადადგა, რომ საქმე ჭეშმარიტად და ობიექტურად ყოფილიყო გამოძიებული. აქედან გამომდინარე, იმედს ვიტოვებთ, რომ ამ მნიშვნელოვან ტესტს ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო ჩააბარებს. იმედით ვუყურებთ სასამართლო პროცესებს. ჩვენ დავაყენებთ ასევე შუამდგომლობებს გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლობასთან მიმართებაში, გვექნება ჩვენი შუამდგომლობები წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით. იმედს ვიტოვებთ, რომ სასამართლო სხდომას გახდის საჯაროს, რომლის კანონიერი საფუძველი სრულიად არსებობს, რათა ჟურნალისტებს, ნებისმიერ ადამიანს არ დარჩეს კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით და საზოგადოება იყოს პირველი მაკონტროლებელი საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არანაირი ჩირქი არ მოეცხება ამ პროცესების საჯაროობით საპატრიარქოს. მიმაჩნია, რომ ამ საქმის მიმართ საჯარო ინტერესი იმდენად მაღალია, რომ პროცესები უნდა იყოს ღია.

 

 

დეკანოზი გიორგი მამალაძეც ამ პოზიციაზეა და მასაც სურს, რომ საკუთარი სიმართლე არა მარტო მოსამართლესთან დაადასტუროს, არამედ მთელ საზოგადოებასთან, რათა მას არ ჰქონდეს დეკანოზის მიმართ კითხვის ნიშნები, რომლებიც ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შესაძლოა გაუჩნდეთ”, განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი