„მე შემრცხვა, როდესაც ეს სახელი მოვისმინე“ - რომის პაპმა ფრანცისკემ აშშ-ის „ყველა ბომბის დედის“ სახელი გააკრიტიკა
07-05-2017, 07:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რომის პაპმა ფრანცისკემ ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე დიდი არაბირთვული ბომბის - რომელიც კი ბრძოლებში ყოფილა გამოყენებული, როგორც „ყველა ბომბის დედა“ - სახელი გააკრიტიკა.

 


„მე შემრცხვა, როდესაც ეს სახელი მოვისმინე“, უთხრა პონტიფიკოსმა სტუდენტებისაგან შემდგარ აუდიენციას ვატიკანში.

 


„დედა ცხოვრების მიმცემია და ეს კი სიკვდილის, და ჩვენ ამ მოწყობილობას დედას ვუწოდებთ. რა ხდება?“ იკითხა რომის პაპმა, რომელიც 24 მაისს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უნდა შეხვდეს.

 


შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში ყველაზე დიდი, 10 ტონამდე არაბირთვული ბომბი - „ყველა ბომბის დედა“ - გასულ თვეს პირველად ჩამოაგდო.

 


შეერთებული შტატების საჰაერო ძალებში აღნიშნული იარაღი ცნობილია, როგორც MOAB („mother of all bombs“ – „ყველა ბომბის დედა“). მისი სიგრძე 9 მეტრს შეადგენს. ბომბი მთიან რეგიონში, მეჩხერად დასახლებულ ადგილას იქნა ჩამოგდებული და როგორც BBC იუწყება, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ხმა მეზობელ ორ რაიონშიც გაიგეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი