ჩრდილოეთ კორეამ სახელმწიფოს წინააღმდეგ „მტრულ ქმედებებში“ ეჭვმიტანილი აშშ-ის მოქალაქე დააკავა
07-05-2017, 08:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ „მტრულ ქმედებებში“ ეჭვმიტანილი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დააკავა.

 


როგორც BBC ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტო KCNA-ზე დაყრდნობით იუწყება, 6 მაისს დაკავებული კიმ ჰაკ-ჩონი ფხენიანის მეცნიერების და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში მუშაობდა.

 


ამჟამად ჩრდილოეთ კორეაში ამერიკის შეერთებული შტატების 3 სხვა მოქალაქეა დაკავებული, მათ შორის კიმ ჩენ-დაკი, რომელიც ფხენიანის უნივერსიტეტში ასწავლიდა.

 


ჩრდილო კორეული სააგენტოს ცნობით, კიმ ჰაკ-ჩონის სავარაუდო დანაშაულობების შესახებ „დეტალურ გამოძიებას სათანადო ინსტიტუტები ახორციელებენ“. მას სხვა დეტალები არ მოუცია.

 


კიმ ჩენ-დაკი აპრილში მთავრობის „გადატრიალების“ ბრალდებით დააკავეს.

 


რამდენიმე დღის წინათ ოფიციალურმა ფხენიანმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების და სამხრეთ კორეის აგენტები ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მოსაკლავად გეგმას ადგენენ.

 


როგორც BBC იუწყება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) და სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურების მიერ მხარდაჭერილი „ტერორისტული ჯგუფი“ ქვეყანაში შევიდა იმისათვის, რომ მოამზადოს თავდასხმა ბიო-ქიმიური ნივთიერებით.

 

 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კორეა მოძებნის და „შეუბრალებლად გაანადგურებს“ ტერორისტებს.

 

 

განცხადება, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ახალი ამბების სააგენტო KCNA-მ გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ CIA-მ და სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურებმა „გამოჩეკეს ბოროტი გეგმა, რომ დარტყმა მიაყენონ ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის უზენაეს ხელმძღვანელობას“.

 


BBC წერს, რომ მასში არ არის კონკრეტულად სახელით და გვარით ნახსენები კიმ ჩენ ინი, მაგრამ იგი ფართოდ არის მიჩნეული უზენაეს ლიდერად.

 

 

განცხადების თანახმად, გეგმა მოიცავს „ბიოქიმიური ნივთიერებების, მათ შორის რადიოაქტიური ნივთიერების და ნანო მომწამვლელი ნივთიერების“ გამოყენებას, რომლის შედეგიც „ექვსი თუ 12 თვის შემდეგ გამოჩნდება“.

 

 

სამინისტრო ამტკიცებს, რომ ჩრდილო კორეელი მამაკაცი, რომელსაც იგი მხოლოდ გვარის, კიმის იდენტიფიცირებით ასახელებს, სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურების მიერ იქნა „მოქრთამული და გადაბირებული“ იმ დროს, როდესაც იგი რუსეთში მუშაობდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი