დონალდ ტრამპი: „ვულოცავ საფრანგეთის შემდეგ პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მის დიდ გამარჯვებას“
07-05-2017, 15:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ემანუელ მაკრონს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

 


„ვულოცავ საფრანგეთის შემდეგ პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს დღევანდელ მის დიდ გამარჯვებას. ძალზე მოუთმენლად ველოდები მასთან მუშაობას!“, განაცხადა ტრამპმა „თვითერზე“.

 


დაუნინგ სტრიტის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი ასევე „გულთბილად“ ულოცავს ემანუელ მაკრონს გამარჯვებას.

 


როგორც BBC იუწყება, საფრანგეთის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მის პირველ განცხადებაში ემანუელ მაკრონი ძალიან ოფიციალური იყო, მაგრამ მისი გზავნილი იმედის და შერიგების შემცველი იყო. მან პირობა დადო, რომ „ყველა დაბრკოლებას გადალახავს“, რათა „უკეთესი მომავალი ააშენოს“ და „ებრძოლოს დაყოფას“ ქვეყანაში.

 


„ჩვენს ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა. მე მინდა ის, იმედის და ნდობის აღდგენის იყოს“, განაცხადა მაკრონმა.

 


მარინ ლე პენმა მის ყოფილ კონკურენტს, ემანუელ მაკრონს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მას წარმატება უსურვა. მან მხარდამჭერებს უთხრა, რომ საფრანგეთში ახალი დაყოფა „გლობალისტებს და პატრიოტებს“ შორისაა.

 


ფლორიან ფილიფოტმა, მარინ ლე პენის მარჯვენა ხელმა, TF1 TV-ს უთხრა: “ჩვენ 11 მილიონი ხმა მივიღეთ, უპრეცედენტო შედეგია... დღეს ჩვენ მთავარი ოპოზიციური პარტია ვართ საფრანგეთში“.

 


საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში, რომელშიც ერთმანეთს 39 წლის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, „ცენტრისტი“ ემანუელ მაკრონი და 48 წლის ულტრა-მემარჯვენე ნაციონალისტი მარინ ლე პენი უპირისპირდებოდნენ, ეგზიტპოლების მიხედვით, გამარჯვება ემანუელ მაკრონმა მოიპოვა.

 


საარჩევნო უბნები საფრანგეთში ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 07:00 საათზე დაიხურა, ზოგიერთ დიდ ქალაქში კი 20:00 საათზე. არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნებამდე ეგზიტპოლების შედეგები ხდება ცნობილი, რომლის მიხედვითაც, როგორც ამას ბრიტანული „ტელეგრაფი“ წერს, მაკრონმა ხმების 60% მიიღო. BBC-ის ცნობით, კი პროექტირებული შედეგების მიხედვით, მაკრონმა ხმების 65.5%, ლე პენმა კი 34.5% მიიღო.

 


ორმა კანდიდატმა, რომლებიც 23 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილე 11 კანდიდატს შორის საუკეთესო შედეგები აჩვენა, ამომრჩეველს განსხვავებული ხედვები შესთავაზა საფრანგეთის შესახებ.

 


ლიბერალი ცენტრისტი მაკრონი, ევროკავშირის მტკიცე მხარდამჭერია, მაშინ როცა ლე პენი კამპანიას, „საფრანგეთი უპირველ ყოვლის“ ლოზუნგით და ანტი-იმიგრაციული პროგრამით აწარმოებდა.

 


ლე პენს სურდა საფრანგეთს უარი ეთქვა ევროზე და ჩატარებულიყო რეფერენდუმი საფრანგეთის ევროკავშირში ყოფნასთან დაკავშირებით.

 


საარჩევნო კამპანიის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე პარასკევს გაუთვალისწინებელი ფაქტი მოხდა. ემანუელ მაკრონის საარჩევნო კამპანიამ განაცხადა, რომ მაკრონი „მასობრივი ჰაკერული თავდასხმის“ სამიზნე გახდა.

 


მისი კამპანიის თქმით, ონლაინ სივრცეში უამრავი დოკუმენტი გამოქვეყნდა და ნამდვილი და ყალბი ფაილები ერთმანეთში არიეს იმისათვის, რომ ადამიანები დაებნიათ. მათი განცხადებით, ნათელი იყო, რომ არჩევნების მეორე რაუნდის წინ, ჰაკერებს სურდათ ძირი გამოეთხარათ მაკრონისთვის.

 


წინასწარი გამოკითხვები აჩვენებდა, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი მის ოპონენტზე, მარინ ლე პენზე 20 პროცენტით და უფრო მეტითაც წინ იყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი