ვალერიანე ფოცხვერია: სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2017 წელს მილიონობით ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება
08-05-2017, 01:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2017 წელს მრავალი მილიონი ლარის არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რაზეც ადგილობრივმა ხელისუფლებამ აქცენტი გააკეთა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა.

 


სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ვალერიანე ფოცხვერიას თქმით, დაბა კულაშში, აღმაშენებლის, თამარ მეფის, გაგოშიძის და 9 აპრილის ქუჩაზე, სოფ. მიწაბოგირის მიმართულებით ასფალტ-ბეტონის გზის დაგებაზე ნახევარ მილიონზე მეტი, 503 938 ლარი დაიხარჯება.

 


ფოცხვერიას ინფორმაციით, ასფალტ-ბეტონის გზები დაიგება ასევე სოფ. ბაშში, ქვედა ბაშის პირველი მოსაცდელიდან სოფლის ცენტრამდე (199 985 ლარი); ნაბაკევის თემში, სოფ. ნინუა-კუთხეში (166.500.0 ლარი); ეწერი-ჯიხაიშის დამაკავშირებელ გზაზე, პატარა ეწერის სასაფლაოდან ე.წ. საწურბლიამდე (152.445.0 ლარი); სოფელ იანეთში, მე-3 ქუჩაზე წმ. გიორგის სახელობის ტაძრამდე (161.500.0 ლარი); ქ. სამტრედიაში, მაიაკოვსკის, დიდგორის, სოლომონ მეფის და დუმბაძის ქუჩებზე (413.781.0 ლარი); ქ. სამტრედიაში ბახტაძის, ახალგაზრდობის, ცაბაძის და ქუთაისის ქუჩებზე (363.409.0 ლარი); ქ. სამტრედიაში, ხიბლარის, გამრეკელიძის, ნ. ადეიშვილის ქუჩებზე, რუსთაველის მე-2 ჩიხი, ბესიკის ქუჩა და ბესიკის პირველი ჩიხი, არგონავტების ქუჩა და არგონავტების პირველი ჩიხი, გამსახურდიას მე-2 შესახვევი, ჭანტურიას მე-2 და მე-4 ჩიხში (464.115.0 ლარი); ქ. სამტრედიაში, ქაროსანიძის, პეკინის, ჩოლოყაშვილის, ერისთავის, ნიკურაძის, ორბელიანის, კრავეიშვილის, რესპუბლიკის ჩიხში დავით აღმაშენებლის ტაძრამდე (321.497.0 ლარი). გარდა ამისა, მოხდება მრავალსართულიანი ბინების გადახურვა, რასაც 243.500.0 ლარი მოხმარდება.

 


ვალერიანე ფოცხვერიას განცხადებით, პროექტის მთლიანი ღირებულების ფარგლებში მიმდინარე წელს ასანაზღურებელი თანხა 2.990.670.0 ლარს, პროექტის განხორციელებისთვის გამოყოფილი თანხა კი 2.048.764.0 ლარს შეადგენს.

 


აღნიშნული პროექტები რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი