„დელტა“: სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ინტენსიური მუშაობის შედეგად, 5-დან 8 მაისამდე კახეთში რამდენიმე ძლიერი სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა და მნიშვნელოვნად შესუსტდა
08-05-2017, 06:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრ „დელტას" ცნობით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ინტენსიური მუშაობის შედეგად, 5-დან 8 მაისამდე კახეთში რამდენიმე ძლიერი სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა და მნიშვნელოვნად შესუსტდა.

 

 

„დელტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ დროის აღნიშნულ მონაკვეთში კახეთში 393 ერთეული სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა გაისროლა, რითაც რამდენიმე ათასი კმ საერთო ფართობის ღრუბლის მასა იქნა დამუშავებული.

 

 

„ზემოქმედების შედეგად სეტყვასაშიში ნალექის უდიდესი ნაწილი წვიმის და უწვრილესი უსაფრთხო ზომის სეტყვის მარცვლების სახით ჩამოიცალა. სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ კახეთის რეგიონში 5 მაისის დღის 13:17 საათიდან მძლავრი შიდამასიური სეტყვასაშიში ღრუბლის ჩამოყალიბება დაფიქსირდა.

 

 

15:52 სათისთვის სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80% შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომამ 15 მმ. 15:53 საათიდან 22:08 სათამდე ღრუბლების ეტაპობრივი დამუშავება 119 ერთეული რაკეტით განხორციელდა. ზემოქმედების შედეგად ნალექსის უდიდესი ნაწილი ჩამოიცალა წვიმის სახით.

 

 

7 მაისს დღის განმავლობაში, კახეთის რეგიონში ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებითან რამდენიმე მძლავრი ფრონტალური ღღუბლის მასა შემოვიდა.

 

 

17:33 საათისთვის ნალექის მასებმა ახმეტის და თელავის მუნიციპალიტეტები მოიცვა, რასაც 18:34 სათისთვის თელავის მუნციპალიტეტში ახალი ღრუბლის შემოსვლა დაემატა.

 

 

ღრუბლის გადაადგილების პარალელურად განუწყვეტლივ ხდებოდა ნალექის რაკეტებით დამუშავება.

 


20:31 საათიდან ახალი ფრონტალური ღრუბლის მასა საგარეჯოს ტერიტორიაზე შემოვიდა, რომელმაც 21:24 საათისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტისკენ გადაინაცვლა 22:19 საათისთვის კი ყვარლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ჩამოიცალა.

 


05:39 საათისთვის სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით შემოვიდა ღრუბელთა სისტემა, რომელიც დამუშავების შედეგად 06:39 საათისთვის კავკასიონის ქედზე ჩამოიცალა წვიმის სახით.

 

 

ზემოქმედების შედეგად, მოხერხდა ფრონტალური ღრუბლის მასების არსებულ მასშტაბებში შეკავება და მასში არსებული უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლების ზომაში და რაოდენობაში ზრდა თავიდან იქნა არიდებული.

 


გასროლილი იქნა 174 ერთეული რაკეტა. ატმოსფერული მოვლენები ერთიან პროცეში გაგრძელდა 8 მაისსაც, დილის 09:00 საათიდან რეგიონში განვითარება დაიწყო შიდამასიურმა ღრუბლის მასებმა, რასაც თან დაერთო ფრონტალური ღრუბლის მასების შემოსვლაც. 

 

 

09:25 საათიდან 11:15 საათამდე ღრუბლები 100 ერთეული რაკეტით დამუშავდა.

 


შედეგად, ფრონტალურ ღრუბლის მასებში არსებული სეტყვის მარცვლები არსებულ პარამეტრებში იყო შენარჩუნებული და შეიზღუდა მათი ზომაში და რაოდენობაში გაზრდა.

 

 

შიდამასიური ღრუბლის სრული მასა კი, წვიმის სახით ჩამოიცალა.

 

 

ზემოთაღნიშნული ატმოსფერული პროცესების განვითარების და ღრუბელთა მასების გადაადგილების პარალელურად, განუწყვეტელ რეჟიმში ხდებოდა მათი სარაკეტო დამუშავება, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი და წვიმა", აღნიშნულია „დელტას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი