ალექსანდრე გრიგალავა: 2017 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება
08-05-2017, 08:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2017 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საავტომობილო გზების აღდგენა იქნება. ჯამში, მიმდინარე წელს 10 კილომეტრამდე გზის მონაკვეთებზე ასფალტ-ბეტონის საფარი უნდა დაიგოს.

 


აღნიშნული მიმართულებით 4 მსხვილ პროექტს რეგიონული ფონდი, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით განახორციელებს. რამდენიმე მილიონის ღირებულების სხვა 2 პროექტი კი მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური რესურსით უნდა შესრულდეს.

 


როგორც მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა აცხადებს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტისათვის 2017 წელს საქართველოს მთავრობამ 2 270 000 ლარი გამოყო, რომლითაც ოთხი პროექტი განხორციელდება:

 


პირველი, ეს არის, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. სალხინოსა და წაჩხურას უბნის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება (მესამე ეტაპი), რაზეც 475 000 ლარია გამოყოფილი, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება კი 25 000 ლარს შეადგენს და 1,720 კილომეტრის გზის აღდგენაზე სულ 500 000 ლარი დაიხარჯება.

 


მე-2 პროექტი სოფელ ხუნწისა და სოფელ ნაგვაზაოს დამაკავშირებელი გზის ასფალტ-ბეტონის საფარით აღდგენას ითვალისწინებს. მეორე ეტაპის სამუშაოების შესასრულებლად რეგიონული ფონდიდან 702 500 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 47 500 ლარი - სულ 750 000 ლარი დაიხარჯება. 3,905კმ-ის გზის აღდგენას ჯამში 1 150 000 ლარი მოხმარდება. ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

 


ასევე, სოფ. გურძემის 2,7კმ-ის გზის ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებაზე რეგიონული ფონდიდან 665 000 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 35 000 ლარი - სულ, 700 000 ლარი დაიხარჯება.

 


სოფ. კურზუსა და დღვანის უბნის დამაკავშირებელი 1,5 კმ-ისგზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები რეგიონული ფონდიდან 427 500 ლარით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 22 500 ლარით ფინანსდება, რაც 450 000 ლარს შეადგენს. კურზუს, გურძემის და სალხინოს გზის აღდგენაზე ტენდერი 1 650 000 ლარის სამუშაოებზე ერთად არის გამოცხადებული.

 


ჯამში, მიმდინარე წელს, მარტვილის მუნიციპალიტეტში 10 კილომეტრამდე საავტომობილო გზის საფარის (9.825კმ) აღდგენა მოხდება. აღნიშნული 4 პროექტის საერთო ღირებულება 2 400 000 ლარს შეადგენს, რომელშიც რეგიონული ფონდის დაფინანსების წილი 2 270 000 ლარია, ადგილობრივი ბიუჯეტის კი 130 000 ლარი.

 


ალექსანდრე გრიგალავას განცხადებით, მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგიონული ფონდის გარდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდანაც იგეგმება მრავალმილიონიანი პროექტების განხორციელება. კერძოდ, მგფ-ის მიერ წელს დაგეგმილია მარტვილის სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების დაწყება. შედგენილია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია - ღირებულებით 3 577 850 ლარი. პროექტი გაგზავნილია მგფ-ში განსახილველად. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება შეადგენს 21 000 ლარს.

 


მარტვილის გამგებლის ცნობით, მგფ-ის დაფინანსებით განხორციელდება ბანძა-ვედიდკარი-მუხურჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება. პროექტის ღირებულება 1 400 000 ლარს შეადგენს.

 


როგორც ალქესანდრე გრიგალავა აცხადებს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 2015-2016 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში შესასრულებელი სამუშაოებიდან მიღებული 160 000 ლარის ეკონომიის ხარჯზე დაიგეგმა ოთხი პროექტის განხორციელება, რომელთა სამუშაოები გასული წლის ბოლოდან დაიწყო და 2017 წლის მაისში დასრულდება.

 


მარტვილის გამგეობის ინფორმაციით, შესასრულებელი სამუშაოებია: ქ. მარტვილში, თ. წოწორიას ქუჩაზე მ. ქორაიას სახლიდან ვ. ხურცილავას სახლამდე ს/გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები (0,409 კმ).-პროექტის ღირებულება 72 257 ლარი; მე-2, ქ. მარტვილში, 9 აპრილის ქუჩაზე ვ. ჯანაშიას სახლიდან ი. ნაჭყებიას სახლამდე ს/გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები (0,200კმ). - პროექტის ღირებულებაა 28 004 ლარი; მე-3, ქ. მარტვილში, მშვიდობის ქუჩის მე–3 შესახვევში ს/გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები (0.178 კმ).- პროექტის ღირებულებაა 28 238 ლარი და მე-4 პროექტი, ასევე ქ. მარტვილში, 9 აპრილის ქუჩაზე, გ. ხურცილავას სახლიდან ი.გაბისონიას სახლამდე ს/გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაო (0.150 კმ) - პროექტის ღირებულებაა 31.500 ლარი.

 


მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტები მოიცავს შემდეგი სახის სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოებს:

 


1. სოფ. ლეხაინდრაოში, სტეფას დაბალის უბანში სასაფლაოსთან მისასვლელ უმოკლეს გზაზე არსებულ ღელეზე გადასასვლელი ხიდ-ბოგირის მოწყობისა და გზის მოხრეშვით სამუშაოებს;

 


2. სოფ. სალხინოს წაჩხურუს უბანში ლითონის გადასასვლელ ხიდთან მისასვლელი გზის გამაგრებით სამუშაოებს;

 


3. ქ. მარტვილში ნ. გეგიას ქუჩაზე მდ. ინჩხიაზე გადასასვლელი ხიდის აღდგენით სამუშაოებს;

 


(სამივე სამუშაოს ასრულებს გოჩა დანელია თანხით, 23 841 ლარი) ტენდერის N-170001551

 


1. ქ. მარტვილში მშვიდობის ქუჩიდან თ. სულაბერიძის სახლამდე გზის აღდგენისა და ა/ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები; (0,205კმ) 2. ქ. მარტვილში მშვიდობის ქუჩიდან მ. სულაბერიძის სახლამდე გზის აღდგენისა და ა/ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები; (0,269კმ) 3. ქ. მარტვილში მშვიდობის ქუჩის მე-4 ჩიხში („ლუკოილის“ აგს–ის გვერდით) გზის აღდგენისა და ა/ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები. (0,434კმ)

 


(ტენდერის N -170002387. ჯამში, სამივე პროექტის ღირებულება შეადგენს 209 960 ლარს).

 


ქ. მარტვილში, ფარცვანიასა (10 ბოძი) და ჯახუას (20 ბოძი) ქუჩებზე გარე განათების მოწყობა, ჯამში, 30 ბოძი. (საერთო ღირებულებით 11 130 ლარი. ტენდერის N-170002556).

 

 

კომენტარები: 1
#1   zaur sigua
      
წარმატებას გისურვებთ,ბატონო ალექსანდრე აღნიშული სამუშაოების შესრულებაში......
18 მაი 2017 08:46
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი