ბიძინა ივანიშვილი: რამდენად აქვს მარგველაშვილს უფლება 16 000 კვ/მ ფართობის სასახლეში იყოს?!
06-04-2015, 00:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ბიძინა ივანიშვილი მარგველაშვილს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და საზოგადოებას ახსენებს თუ როგორ დაუპირისპირდა იგი მმართველ გუნდს, პრეზიდენტად არჩევისთანავე. ივანიშვილის თქმით, ასეთი რამ მას მსოფლიო პოლიტიკის ისტორიიდანაც კი არ ახსენდება. ყოფილი პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებულ უკმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის პრეზიდენტის რეზიდენციაში გადავიდა და მილიონობით ლარს ფუფუნებისთვის ხარჯავს.ამის შესახებ ივანიშვილმა გადაცემა "კვირის 20/30" -ში ისაუბრა.


"დღესაც შემიძლია საზოგადოებას შევახსენო": პრეზიდენტის სასახლეში შესვლა, მისი ვეტოზე მომარჯვებული მოდა, ნიუ იორკში წასვლაზე ჭირვეულობა და აშკარა გაუგებრობაში შესვლა. ნიუ იორკში წასვლას მას რატომღაც "ნაციონალური მოძრაობის" "ელჩი" დღესაც იაკობაშვილი ულაგებდა. ასოცირების ხელმოწერაზე გავიხსენოთ როგორ გადასცა დემონსტრაციულად პრემიერს ის, რაც თავად არ ეკუთვნოდა, პროკურატურას გრიფს არ უხსნიდა პრეზიდენტის საქმეზე, სამჯერ შეხვდნენ პროკურორები და სამივეჯერ უარი უთხრა, სანამ მედიით არ გასაჯაროვდა. მოკლედ, ოპოზიციაშია გუნდთან და ამას ვერ ამხელს, თუმცა მთელ მის ქმედებებში ეს მჟღავნდება და ყველაზე კარგად გამომჟღავნდა, როცა "თავისუფალი დემოკრატები" უმრავლესობას გამოეყვნენ. მანამდე მათთან კომუნიკაციას ვერ ახერხებდა და ხელის ჩამორთმევაც ვერ მოახერხა პეტრიაშვილთან. როგორც კი ოპოზიციაში გადავიდნენ, სასწრაფოდ მოახერხა მათთან დამეგობრება და რიგგარეშე სხდომაც დაუნიშნა", - განაცხადა ივანიშვილმა.


მისი თქმით, მარგველაშვილი იმეორებს ოპოზიციის განცხადებებს როგორც საყდრისთან, ისე ლარის დევალვაციასთან დაკავშირებით. "დღესაც ვიწვევ მას პირადად და მის დამცველებს, რას ნიშნავს ეს ყოველივე, რაც ჩამოვთვალე?" – განაცხადა ივანიშვილმა.


თუმცა, მისივე თქმით, არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი კანონდარღვევას არ წარმოადგენს, გარდა იმისა, რომ არსებობს კითხვა - რამდენად აქვს მარგველაშვილს უფლება 16 000 კვ/მ ფართობის სასახლეში იყოს, როდესაც მას მხოლოდ 6 000 კვ/მ სჭირდება, რომელიც მთავრობამ გაურემონტა და ახლა გააკეთა განცხადება ობიექტის პრივატიზაციის შესახებ.


"რას ჰქვია ეს? 10 000 კვ/მ არის ჭარბი მისთვის, მე უკვე გავაკეთე მინიშნება და არავის აინტერესებს _ ოპოზიცია, "ნაციონალური მოძრაობის" მეთაურობით, ცდილობს ხიდები ააგონ და კრიტიკაში არ ჩაერთონ, მთავრობა ვერ ბედავს, უმრავლესობა კეკლუცობს. აბა ნახეთ, 10 000 კვ/მ ისეთ ადგილზე, სადაც ის სასახლე დგას, თვეში მინიმუმ 15-20 დოლარი ღირს კვადრატის გაქირავება, გადაამრავლეთ და ეს 5 მილიონი ლარია, ამას ემატება კომუნალური ხარჯები 900 000. 5-6 მილიონი ლარია, რომელსაც ეს კაცი თავისი ფუფუნებისთვის არ თმობს და აქვს ამის უფლება?", - განაცხადა ივანიშვილმა. 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი