თერჯოლის 5 სოფლის გაზიფიცირების სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება, 7 ტურისტულ ობიექტზე კი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება - თემურ ქოჩიაშვილი
08-05-2017, 09:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, თემურ ქოჩიაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ თათბირზე მუნიციპალიტეტისთვის აქტუალური თემები, მათ შორის ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი სოფლების გაზიფიცირებისა და ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

 


თერჯოლის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა შეკრებილებს თერჯოლისა და ტყიბულის გაერთიანებული მაჟორიტარული ოლქის დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი პროექტი გააცნო, რომელიც ტურიზმის განვითარებას ისახავს მიზნად.

 


„ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით თერჯოლასა და ტყიბულში უპრეცედენტო პროექტი განხორციელდება, რაც ტურისტული პოტენციალის გაზრდას შეუწყობს ხელს. „ნიუ-სტუდიოს“ მიერ გადაღებული იქნა იმ 7 ტურისტული ობიექტის საიმიჯო კლიპი, რომელთა ინფრასტრუქტურის მოწყობაც იგეგმება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და შემდგომში ფუნქციონირებისათვის საჭირო მომსახურე პერსონალი ადგილობრივი მოსახლეობიდან შეირჩევა“, განაცხადა თემურ ქოჩიაშვილმა და პარლამენტის წევრის, ელგუჯა გოცირიძის კიდევ ერთ „დამსახურებას“ გაუსვა ხაზი.

 


„ელგუჯა გოცირიძის კიდევ ერთი დამსახურება ის გახლავთ, რომ გაზიფიცირების დროს გამორჩენილი 5 სოფლის გაზიფიკაციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთარიცხვო დოკუმენტაციის მომზადება დაჩქარებული ტემპით წარიმართა და უახლოეს მომავალში სამუშაოების დაწყებაც იგეგმება“, განაცხადა თერჯოლის მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა და გამგებლის წარმომადგენლებს ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის მოსახლეობამდე მიტანა დაავალა.

 

 

 


თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, თათბირზე ასევე განიხილეს სხვა, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტისათვის აქტუალური საკითხები. თემურ ქოჩიაშვილმა როგორც სამსახურის უფროსებს, ასევე თითოეული ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელს მოუსმინა და კონკრეტული დავალებები გასცა მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.

 


სხდომას გამგებლის მოადგილეები კახაბერ კუპატაძე და ნუკრი სარდანაძე, სამსახურის უფროსები, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებელის წარმომადგენლები და ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი