სამხრეთ კორეელები ახალ პრეზიდენტს ირჩევენ
08-05-2017, 22:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამხრეთ კორეელები ახალ პრეზიდენტს ირჩევენ მას შემდეგ რაც დიდი კორუფციული სკანდალის გამო პარლამენტმა ყოფილი ლიდერი პარკ ჟინ ჰე იმპიჩმენტით გადააყენა და ქვეყანაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა.

 


მემარცხენეობისკენ მიდრეკილი მუნ ძე-ინი დღევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების მკაფიო გამარჯვების შანსი მქონე კანდიდატია და ვარაუდობენ, რომ იგი მის მთავარ მეტოქეს, „ცენტრისტ“ ან ცეოლ-სოოს დაამარცხებს.

 

 

 

(მუნ ძე-ინმა -ხელმარცხნივ - თავის ცოლთან ერთად არჩევანი უკვე გააკეთა) 

 


როგორც BBC წერს, სამხრეთ კორეის არჩევნებს განსაკუთრებით ყურადღებით ადევნებენ თვალს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური გაურკვევლობა სუფევს და ჩრდილოეთ კორეასთან დაძაბულობა გაზრდილია.

 


მუნს სურს ჩრილოეთ კორეასთან კონტაქტი გაზარდოს, მაშინ როცა ყოფილმა პრეზიდენტმა, პარკ ჟინ ჰემ, რომელიც ამჟამად დაპატიმრებულია, ფხენიანთან თითქმის ყველანაირი კავშირები გაწყვიტა.

 


დამკვირვებლები მოელიან, რომ ამომრჩეველთა აქტივობა მაღალი იქნება. სამხრეთ კორეელები თავიანთ არჩევანს 13 კანდიდატს შორის აკეთებენ.

 


საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე (11:00 GMT) დაიხურება, რის შემდეგაც მოელიან, რომ გამარჯვებული მალე გამოცხადდება.

 


ყველა კანდიდატი იძლევა დაპირებას, რომ დაიცავს სამხრეთ კორეის ეკონომიკის -აზიაში სიდიდით მე-4 ადგილზე მყოფი ეკონომიკის - მყიფე გაჯანსაღებას და მოსპობს ახალგაზრდობის უმუშევრობას, რომელიც გამუდმებით მაღალი რჩება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი