ქედის “ბეთლემის” კაპიტანი არჩილ ფარტენაძე 28 წლის ასაკში ვარჯიშის დროს გარდაიცვალა
06-04-2015, 02:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პირველი ლიგის გუნდის, ქედის “ბეთლემის” კაპიტანი არჩილ ფარტენაძე 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობილია, რომ მისი გუნდი ბათუმში ყინულის დარბაზში ვარჯიშობდა, რა დროსაც ფეხბურთელმა გულის შეტევა მიიღო.


ქედის “ბეთლემის” ნახევარმცველი წლების განმავლობაში ბათუმის “დინამოსა” (2004-08) და “ადელის” (2011-14) ღირსებას იცავდა. 2009 წელს ფარტენაძე მინსკის “მტზ-რიპოში” ვარჯიშობდა. როგორც გვითხრეს, სამედიცინო შემოწმების შემდეგ პირველად სწორედ ამ ბელორუსულ კლუბში ყოფნისას გააფრთხილეს, რომ მისი გულის მდგომარეობით თამაში არ შეიძლებოდა… მაგრამ ფეხბურთი ისე უყვარდა, ვერ შეელია. შარშან ფარტენაძე ქედის “ბეთლემის” მთვარი მწვრთნელიც იყო, მაგრამ ქედელი კაცია, მშობლიურ გუნდს დახმარება რომ დასჭირდა, ისევ მოედანს დაუბრუნდა.


გთავაზობთ, გუნდის ოფიციალურ განცხადებას: “ძვირფასო გულშემატკივრებო და ფეხბურთის მოყვარულებო… 2015 წლის 4 აპრილს, 17:00 საათზე მოულოდნელად შეჩერდა ჩვენი კაპიტნის, არჩილ ფერტანიძის გულისცემა. კიდევ ერთი ლამაზი სიცოცხლე დასრულდა ტრაგიკულად. მთელი გუნდი შოკშია და ამ მძიმე დარტყმას ვერც მოიშუშებს ვერასდროს. ჩვენო არჩილ, ჩვენო კაპიტანო, სიკეთესა და პატიოსნების განსახიერება იყავი ყოველთვის. სამაგალითო ადამიანი იყავი და ასე დარჩები ჩვენს გულებში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული.


მთელი ჩვენი კოლექტივი და გულშემატკივარი უთანაგრძნობს შენს ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას.
შენ მუდამ ჩვენი კაპიტანი იქნები”, – ნათქვამია განცხადებაში.


შეგახსენებთ, რომ “ბეთლემი” პირველი ლიგის მე-4 პოზიციაზე არის და უმაღლესის საგზურამდე 2 ქულა აშორებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი