თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსის მესამე მოდული დაიწყო
10-05-2017, 05:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსის მესამე მოდული დაიწყო. მოდულს გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის, სოციალურ საკითხთა, მორალური მხარდაჭერისა და უზრუნველყოფის სამმართველოს, მორალური მხარდაჭერის განყოფილების უფროსი, ფსიქოლოგი ნინო ჯაფარიძე უძღვება.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს კურსი - „ეფექტური კომუნიკაცია“ - კომუნიკაციის სახეობებსა და მართვის სისტემაში კომუნიკაციის მნიშვნელობაზე საუბრით გაიხსნა.

 

 

სამდღიანი ტრენინგის განმავლობაში მსმენელები კომუნიკაციის არსის, თავისებურებების, ვერბალური და არავერბალური, ფორმალური და არაფორმალური კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ. კურსის მონაწილეები კონფლიქტურ სიტუაციაში მოქმედებისა და მოლაპარაკების წარმოების დროს, ასევე, არავერბალური სიგნალების ამოცნობისა და სათანადო რეაგირების ხერხებს დაეუფლებიან. ტრენინგზე საუბარი ნეიროლინგვისტურ პროგრამირებას, კომუნიკაციის პროცესში მის როლსა და დარწმუნებისა და ზემოქმედების მოხდენის ტექნიკასაც შეეხება.

 


უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი პირველი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამაა, რომელსაც DIB უსაფრთხოების სექტორის აუდიტორიას სთავაზობს. კურსი ორი თვე გრძელდება და სალექციო კვირეულის გარდა, ტრენინგ-მოდულებს, პრაქტიკულ მოდულებსა და დისტანციური სწავლების მოდულებს მოიცავს. მონაწილეებმა კურსის ფარგლებში სამი მოდული უკვე გაიარეს", აღნიშნულია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი