თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, მე-2 მსოფლიო ომის მონაწილე 13 ვეტერანიდან თითოეულს 1 000 ლარი გადაეცა
10-05-2017, 07:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავი აღინიშნა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ქოჩიაშვილმა, მოადგილე კახაბერ კუპატაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სოფიო ბუსკივაძემ და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა დიდების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მე-2 მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას.

 

 

 


თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მემორიალთან კონცერტი გაიმართა. ადგილობრივმა ანსამბლებმა „მასპინძელომ“ და „იმერეთმა“ პატრიოტულ მოტივზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს.

 


კონცერტის დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ვეტერანებს ოჯახებში ეწვივნენ, ყოველი მათგანი მოინახულეს და გამარჯვების დღე მიულოცეს.

 

 

 


გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში 13 ვეტერანი ცხოვრობს: აბესაძე დიმიტრი, ჩხიკვაძე გიორგი (ქ. თერჯოლა), შუღლაძე ბონდო, მარუაშვილი ნიკოლოზი (სოფ. ალისუბანი), გურაბანიძე ლევანი (სოფ. ახალთერჯოლა), ხუჯაძე ნიკოლოზი (სოფ. გოდოგანი), გვენეტაძე ნიკოლოზი, გვენეტაძე სოლომონი (სოფ. ზედა სიმონეთი), მაჩიტიძე ალექსანდრე (სოფ. თუზი), ჭანკვეტაძე ნიკოლოზი (სოფ. რუფოთი), ურიადმყოფელი ნიკოლოზი, ვარდოსანიძე ვასილი (სოფ. საზანო), ელიავა შალვა (სოფ, ჭოგნარი).

 

 

 


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეულ მათგანისათვის 600 ლარი, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 400 ლარი გამოიყო და თითოეულს 1000 ლარი საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მისალოც ბარათთან, ჯანდაცვის სრული მომსახურების პაკეტსა და სასაჩუქრე კალათასთან ერთად გადაეცა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი