აშშ თვითმფრინავის ბორტზე ლეპტოპების აკრძალვის განვრცობას ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაშიც გეგმავს
11-05-2017, 00:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოსალოდნელია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ კომერციულ ავიარეისებზე ლეპტოპების აკრძალვა გააფართოოს და მასში ზოგიერთი ევროპული ქვეყანაც იყოს მოცული, მაგრამ ის ახლა განიხილავს საკითხს, თუ როგორ იქნას დაზღვეული იმისაგან, რომ ბარგში შენახული ლითიუმის ელემენტები არ აფეთქდეს ჰაერში. ამის შესახებ „როიტერსი“ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

 

 

აკრძალვის ნებისმიერი განვრცობა შეერთებული შტატების ისეთ ავიაგადამზიდავებზე მოახდენს გავლენას, როგორებიცაა United Airlines (UAL.N), Delta Air Lines Inc (DAL.N) და American Airlines Group (AAL.O). შეერთებული შტატების და ევროპის ექვსი ოფიციალური პირის განცხადებით, ისინი მოელიან, რომ შეერთებული შტატების ჰოუმლენდის უსაფრთხოების დეპარტამენტი ამის შესახებ განცხადებას გააკეთებს, მაგრამ მათ უარი თქვეს იმის დაკონკრეტებისაგან, თუ როდის გახმაურდება ეს ამბავი.

 


ჰოუმლენდის უსაფრთხოების დეპარტამენტის ოფიციალური პირები ხუთშაბათს გეგმავენ ავიახაზების ინდუსტრიის ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრას, რათა განიხილონ უსაფრთხოების საკითხები. „როიტერსის“ ცნობით, ხუთშაბათსვე, ჰოუმლენდის უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანი ჯონ კელი სენატორებს დახურულ შეხვედრაზე შიდა საფრთხეებზე ინფორმაციას მიაწვდის და მოელიან, რომ ავიახაზების საკითხებიც იქნება განხილული.

 


მარტში, შეერთებულმა შტატებმა პორტატული კომპიუტერების, ე.წ. ლეპტოპების თვითმფრინავის ბორტზე ატანის აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. აკრძალვის სიაში მოხვდა მსოფლიოს 10 საერთაშორისო აეროპორტი, მათ შორის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, საუდის არაბეთის, ყატარის და თურქეთის აეროპორტები. გადაწყვეტილება ეფუძნებოდა იმ შიშებს, რომ ელექტრონულ მოწყობილობებში შესაძლებელია ფარული ბომბი იყოს დამონტაჟებული, რომელიც თვითმფრინავის ბორტზე შეიძლება იქნას ატანილი.

 


აშშ-ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მალევე მიჰყვა დიდი ბრიტანეთიც, თუმცა ოდნავ განსხვავებული მიდგომით. „როიტერსის“ ცნობით, ერთ-ერთმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა აღიარა, რომ აკრძალვის გაფართოებამ შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ბრიტანეთიდან შეერთებული შტატების მიმართულებით განსახორციელებელ ფრენებზე.

 


ჰოუმლენდის უსაფრთხოების დეპარტამენტის პრესმდივანმა დეივ ლაპანმა განაცხადა, რომ კელის „გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ ჩვენ განვაგრძობთ საფრთხის გარემო პირობების შეფასებას და ჩართული ვართ საფრთხის შესახებ განხილვებში ავიახაზების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან“.

 


„როიტერსის“ თანახმად, შეერთებული შტატების მიერ ლეპტოპების და სხვა ელექტრონული მოწყობილობების თვითმფრინავებში ატანის აკრძალვამ გავლენა მოახდინა შეერთებულ შტატების მიმართულებით, შემდეგი 9 ავიახაზების ფრენებზე: Royal Jordanian Airlines RJAL.AM, Egypt Air, Turkish Airlines, Saudi Arabian Airlines, Kuwait Airways, Royal Air Maroc, Qatar Airways, Emirates და Etihad Airways.

 


ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განხილვის ქვეშაა, ეს არის თავის დაზღვევა იმისაგან, რომ საბარგულში შენახული ელექტრონული მოწყობილობების დიდი ოდენობით ლითიუმის ელემენტები არ აფეთქდეს ჰაერში, განუცხადეს „როიტერსს“ ოფიციალურმა პირებმა.

 

 

ევროპელმა რეგულატორებმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთეს, რომ ხანგრძლივი ფრენების პირობებში, პოტენციურად ასეულობით მოწყობილობის თავმოყრამ, შესაძლოა, რისკის ქვეშ დააყენოს უსაფრთხოება, არასაკმარისად დეაქტივირებული ლითიუმ-იონის ელემენტებისგან ცეცხლის გაჩენის რისკიდან გამომდინარე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი