ირმა ინაშვილი ხელისუფლებას: გარწმუნებთ კაბინეტებიდან ევაკუაცია მოგიწევთ!
06-04-2015, 04:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ირმა ინაშვილი დღევანდელ ხელისუფლებას მკვლელობების შესაჩერებლად ბოლო შანსს აძლევს და მოუწოდებს მას ადეიშვილისა და სააკაშვილის დაკავებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი საქართველოს მასშტაბით  მობილიზაციისა და საყოველთაო დაუმორჩილებლობის გამოცხადებას აპირებს. „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ისაუბრა და გააფრთხილა ხელისუფლების წარმომამდგენლები, რომ სხვა შემთხვევაში მათ კაბინეტებიდან ევაკუაცია არ ასცდებათ.

 
ადეიშვილთან და სააკაშვილთან ერთად, ინაშვილის მთავარი სამიზნე სააკაშვილის პრეზიდენტობისას მაღალ თანამდებობაზე მყოფი ის პირებიც არიან, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არ მოსულიყო და რომლებიც დღევანდელი ხელისუფლების პირობებშიც ინარჩუნებენ მაღალ პოსტებს.

 
„იცით, ვინ არის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი , რომელიც გახლავთ ქვეყნის  უშიშროების უშიშროება? სხვათაშორის, დასავლეთში ამ სამსახურს ფინანსურ დაზვერვასაც უწოდებენ  და ყველანაირი კონტროლის მექანიზმი აქვთ, ცალკეული პოლიტიკოსების ცხოვრების გამოკვლევაც კი აწარმოონ. მიხეილ როინიშვილი, ზურაბ ადეიშვილის მარჯვენა ხელი!  დიახ, ამ სამსახურის ხელმძღვანელი  ისევ ის პირია, რომელიც არჩევნების წინ თავგამოდებით ებრძოდა  „ქართულ ოცნებას „ხან ანტენებს უყადაღებდა, ხან ანგარიშებს  … მიხეილ როინიშვილი დღემდე ადეიშვილის ერთგულია, მეტიც –  ხელს ვადებ, პირადად  მიხეილ როინიშვილისგან ჟონავდა ინფორმაცია ადეიშვილთან. მისი წყალობით, ადეიშვილი  ამ ორი წლის განმავლობაში  ფლობდა ინფორმაციას ყველასა და ყველაფრის შესახებ! როინიშვილს კონტაქტები ჰქონდა ადეიშვილთან ბუდაპეშტშიც და კიევშიც. როცა ქვეყანაში  არც პერსნალური მონაცემებია  დაცული, არც სახელმწიფო  საიდუმლო, ხოლო სააკაშვილს და ადეიშვილს ყველაფერზე აქვს „დოსტუპი“, საერთოდ, რაღაზე ვსაუბრობთ?!  როგორ, ხელისუფლებამ არ იცის, ვინ არის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი?! ვინ მისცა ამ ადამიანს ხელლშეუხებლობის გარანტია?!“ – კითხულობს ირმა ინაშვილი და განაგრძობს, მისი აზრით, დამნაშავე  პირთა დასახელებას.


„ზაზა მჭედლიძე , რომელიც სერგო თეთრაძის  წამების რეჟისორია, –  2014 წლის დეკლარაციის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროში  გენერალური ინსპექციის  სამმართველოს უფროსად მუშაობდა. ჩემი ინფორმაციით , დღესაც ამ სისტემაში მუშაობს.

 
ლევან გაბუნია, რომელიც ასევე მონაწილეობდა სერგო თეთრაძის წამების დაგეგმვაში , 2014 წლის დეკლარაციის მიხედვით დაზვერვის დეპარტამენტის  თავმჯდომარის მოადგილე  იყო. ის 1968 წელს არის დაბადებული.  არ ვსაუბრობ სამხედრო პოლიციის  მოქმედ უფროსზე,  რომელიც ასევე ლევან გაბუნია გახლავთ. სად არის დავით ბეჟუაშვილი ?  შემთხვევით თანაინვესტორების  ფონდში  ხომ არ არის წარმოდგენილი და ენერგოობიქტებზე  კონტროლს ახორციელებს ? ვინ მისცა ეს უფლება ბეჟუაშვილს? წარმოგიდგენიათ, ადამიანები, რომლებმაც  გია კრიალაშვილი, ოთანაძე და   ამირიძე ჩაცხრილეს, დღესაც თანამდებობებზე მუშაობენ!“ -აცხადებს ინაშვილი.

 
ინაშვილი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის „დამსახურებითაც“ ინტერესდება.

 
„სად ბრძანდება კულტურის მინისტრი   მიშა გიორგაძე  ბოლო ათი წლის განმავლობაში?! იმიტომ ხომ არ დაინიშნა თანამდებობაზე, რომ მიშასთან დაახლოებული პირი ყო?! პირდაპირ ვამბობ, დღეს კულტურის სამინისტრო „დაპყრობილი“ აქვს „ნაცმოძრაობის“ ლიდერთა ცოლებს, შვილებსა და ოჯახის წევრებს,“ – აცხადებს გამოცემასთან ინტერვიუში ირმა ინაშვილი და ხელისუფლების მიერ გიორგი ტუღუშის საქართველოს სახელით  გაეროს წამების კომიტეტში წარადგენის საკითხსაც მწვავედ ეხება.

 
„გიორგი ტუღუში – სააკაშვილის რეჟიმის ომბუდსმენი, ბოკერიას მარჯვენა ხელი, ადამიანი , რომელიც ციხის კადრების  გავრცელების შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ  სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშნა და რომელმაც წამების ამსახველი ვიდეოარქივები ციხიდან გაიტაცა, ხელისუფლებამ, საქართველოს სახელით  გაეროს წამების კომიტეტში წარადგინა! ყოჩაღ, თქვენ ბეჟუაშვილი და ტუღუში დააყენეთ  სიმართლის მსახურებად  და ააყვავებთ ქვეყანას!

 
რომელი ერთი ფაქტი დავასახელო , ან რამდეჯერ შეიძლება მიმართო ხელისუფლებას  შეკითხვით რატომ ?! როდემდე?!“ – კითხულობს ინაშვილი და დღევანდელ ხელისუფლებას მკვლელობების შესაჩერებლად ბოლო შანსს აძლევს და მოუწოდებს მას ადეიშვილისა და სააკაშვილის დაკავებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი საქართველოს მასშტაბით  მობილიზაციისა და საყოველთაო დაუმორჩილებლობის გამოცხადებას აპირებს.


„მაშინ, როდესაც   როდესაც ხელისუფლება ვერ ახერხებს   კონკრეტული პიროვნების მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის  დამტკიცებას,  სპეცსამსახურებმა უნდა იმოქმედონ. მოვუწოდებ ხელისუფლების პირევლ პირებს, შეკრიბონ სპეცსამსახურების ხელმძღვანელები და მისცენ დავალება, ყველაფერი გააკეთონ სააკაშვილის და ადეიშვილის საქართველოში ჩამოსაყვანად! კიდევ ერთხელ ვეუბნები ხელისუფლებას, თუ არ გაქვთ ამის ძალა და სულისკვეთება, მე და ჩემი გუნდი მზად ვართ ეს დავალება შევასრულოთ!


არ მეშინია  ტერაქტის, მაგრამ ნამდვილად არ მინდა, ტერორისტული აქტების შემდეგ, ხელისუფლებამ ნეკროლოგები წაიკითხიოს ტელეეთერებიდან. თუ ასეთი უსუსურები ბრძანდებით, ქვეყანას თავი დაანებეთ  და ნუ მიეწებებით სკამებს! გეძლევათ ბოლო შანსი!  შეაჩერეთ მკვლელობები თუ ვერ შეძლებთ ადეიშვილისა და სააკაშვილის  დაკავებას, იძულებულნი გავხდებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, გამოვაცხადოთ მობილიზაცია  და საყოველთაო დაუმორჩილებლობას მივმართოთ! გარწმუნებთ კაბინეტებიდან ევაკუაცია მოგიწევთ!“ – ამბობს გაზეთთან ინტერვიუს დასასრულს ირმა ინაშვილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი