გადაუღებელი წვიმების შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურა, ხიდები, გზის და ნაპირდამცავი გაბიონები დაზიანდა
11-05-2017, 07:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიმდინარე წლის 9-11 მაისს, გადაუღებელი წვიმების შედეგად მესტიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მათ შორის შიდა სასოფლო გზები, ხიდები, გზის და ნაპირდამცავი გაბიონები. ამ დროისთვის მესტიის მუნიციპალიტეტის არც ერთ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებული არ არის.

 

 

 


როგორც Guardian.ge-ს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, ჯვარი-მესტია-უშგული-ლასდილის საავტომობილო გზაზე, კალა უშგულის მონაკვეთზე ჩამოიშალა კლდოვანი მასა, რამაც ჩახერგა გზის სავალი ნაწილი. მისი თქმით, მობილიზიებულია შესაბამისი ტექნიკა და დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.

 

 

 

 

გამგებლის ინფორმაციით, კალის ტერიტორიულ ერთეულში, ცენტრალური გზიდან ვიჩნაშის და დავბერის სოფლებთან დამაკავშირებელი ხის ხიდები მდინარის ადიდების შედეგად სრულად დაზიანდა.

 


„აღნიშნული ხიდები შიდა სასოფლო მნიშვნელობის გახლავთ და კალას ტერიტორიული ერთეულის სოფლებს როგორც ერთმანეთთან ისე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან აკავშირებს. ასევე მოგახსენებთ, რომ იფარის ტერიტორიულ ერთეულში ცენტრალური გზიდან სოფელ ბოგრეშთან დამაკავშირებელი ხის ხიდის, რომელიც სოფელთან მისასვლელ ერთადერთ გზას წარმოადგენს, საყრდენი ბურჯები და სავალი ნაწილი დაზიანებულია და სახიფათოა გადაადგილება. მულახის ტერიტორიულ ერთეულში დაზიანებულია ჭოლაში-ჟამუშის დამაკავშირებელი გზის სავალი მონაკვეთი და საჭიროა გამტარი მილის მოწყობა.

 

 

 

 

ბეჩოს ტერიტორიული ერთეულის სოფელ ტვებიშში ღელის ადიდების შედეგად დაზიანდა მოსახლეობის საკარმიდამო ტერიტორია და საფრთხე ექმნება ამ სოფლის მკვიდრთა საცხოვრებელ სახლებს. განადგურებულია მოსახლეობის კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და სავარგულები“, აცხადებს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი.

 


მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, რომელიც სტიქიის ამსახველ ფოტომასალასაც ავრცელებს, წვიმის სახით მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა ცხუმარის ტერიტორიულ ერთეულთან დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზის მონაკვეთი და საჭიროებს გზის დამცავი გაბიონების მოწყობას. ასევე მეწყერია ჩამოსული მაგარდელი - ლაბსყალდის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ხოლო სოფლების, ტვიბერისა და ლეზგარას დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი დაზიანებულია და შეფერხებულია აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება.

 


მუნციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობითვე, ლახამულას ტერიტორიულ ერთეულში, სოფელ ნოდაშთან, ცენტრალურ გზაზე მეწყერმა დააზიანა კვების ობიექტი და მასთან არსებული ინფრასტრუქტურა;

 

 

 

 

ნაკრის ტერიტორიულ ერთეულში, ნაკრის ცენტრიდან სოფლებთან -ლაწომბა, ლაშხრაში, თავრალი, თავბერი, ხერხვაში დამაკავშირებელ შიდა საავტომობილო გზის მონაკვეთზე არსებულმა წყალშემკრებმა მილმა ვერ გაატარა წყლის ჭარბი ნაკადი. გზის ეს მონაკვეთი მთლიანად წაღებულია და ამ დროისთვის გადაადგილება შეუძლებელია.

 


ჭუბერის ტერიტორიულ ერთეულის ცენტრში, ადიდებული მდინარე ჭუბრულა ერთ-ერთი მოსახლის საკარმიდამო ტერიტორიას უქმნის საფრთხეს, საჭიროა მდინარის კალაპოტის სასწრაფო განტვირთვა და ნაპირდამცავი გაბიონების მოწყობა.

 

 

 


ხაიშის ტერიტორიულ ერთეულში, სოფელ ვედთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა წაღებულია რამდენიმე მონაკვეთზე. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და ხაიშის ხუთ სოფელს ამ დროისთვის არ მიეწოდება ელექტროენერგია.

 

 


პრობლემები შეიქმნა იდლიანის ტერიტორიულ ერთეულშიც, სადაც სოფელ ლებურცხილასთან დამაკავშირებელი საფეხმავლო ხის ხიდს ადიდებულმა მდინარემ საყრდენი ბურჯები გამოაცალა.

 

 

(კაპიტონ ჟორჟოლიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი) 

 


როგორც Guardian.ge-ს მესტიის მუნციპალიტეტის გამგებელმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა უთხრა, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ არ არის განსაზღვრული და მას შესაბამისი კომისია დაადგენს. გამგებლის თქმით, მუნიციპალიტეტის ყველა ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიულ ერთეულში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები მაქსიმალურად ხორციელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი