ლევან იზორია სტამბულში თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო გამოფენას „IDEF 2017“ ესწრება
11-05-2017, 09:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, სტამბულში თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობასა და შეიარაღებას, ასევე უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებსა და პროგრამებს გაეცნო. საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენა (IDEF) ევრაზიის რეგიონში ყველაზე დიდ თავდაცვის ინდუსტრიულ გამოფენას წარმოადგენს, ხოლო მონაწილე ქვეყნების, დელეგაციებისა და კომპანიების მხრივ მსოფლიოს მასშტაბით მეხუთე ადგილზეა.

 


თავდაცვის უწყების ცნობით, ორდღიანი ვიზიტისას ლევან იზორიამ თურქ კოლეგასთან, ფიქრი ისიკთან ორმხრივი შეხვედრაც გამართა. განსაკუთრებული ყურადღება უახლოეს მომავალში ბათუმში დაგეგმილ საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივ მინისტერიალზე გამახვილდა, რომლის დროსაც თავდაცვის მინისტრები სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ. დოკუმენტი სამხედრო სფეროში ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას ითვალისწინებს.

 


უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას თურქეთის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერისა და პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ახლო მეგობარია. საუბარი სამხედრო განათლების კუთხით მჭიდრო თანამშრომლობასაც შეეხო. საუბრის ბოლოს კი, ლევან იზორიამ კოლეგა თურქეთის მაღალი რანგის სხვა სტუმრებთან ერთად ოქტომბერში, საქართველოში დაგეგმილ თავდაცვისა და უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე მოიწვია.

 


გამოფენის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შუაი ალფაის და სახმელეთო ჯარების სარდალს, გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, არმიის გენერალ სალიჰ ზექი ჩოლოქს შეხვდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი