კიბერუსაფრთხოების ბიუროს საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები ესტუმრნენ
11-05-2017, 09:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები ესტუმრნენ. ატაშეებს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, როდიონ ქორჩილავამ უმასპინძლა, ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მათთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბიუროს ხელმძღვანელობამ უცხოელ სტუმრებს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დაარსების, მიზნების, ამოცანებისა და სტრუქტურის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სტუმრებს კიბერშეტევის პრაქტიკული მაგალითიც წარედგინა.

 

 

ბიუროს დირექტორმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისა და ერთობლივ სწავლებებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და კიბერუსაფრთხოების ბიუროს ერთ-ერთ პრიორიტეტად ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავება დაასახელეს. მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

 


სამხედრო ატაშეების ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა წლიური გეგმის ფარგლებში გაიმართა.

 


სამხედრო ატაშეების ასოციაცია საქართველოში აკრედიტებულ და არარეზიდენტ 35 დიპლომატს აერთიანებს. თავდაცვის ატაშეების გაერთიანების მიზანია, პირველი წყაროებიდან მიიღოს ინფორმაცია და საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ საკუთარი ქვეყნის სამხედრო უწყების ხელმძღვანელობას გადამოწმებული და სარწმუნო ინფორმაცია მიაწოდოს. სამხედრო ატაშეები საქართველოს სამხედრო უწყებასთან, ორმხრივი სამხედრო გეგმის ფარგლებში თანამშრომლობენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი