მარნეულში „ავერსის“ მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
11-05-2017, 10:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მარნეულში „ავერსის“ მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გაიხსნა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, თავდაპირველად იგი მხოლოდ ამბულატორიულ-დიაგნოსტიკურ ცენტრს წარმოადგენდა, ახლა კი კლინიკა 100 საწოლზეა გათვლილი.

 

 

სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრში ფუნქციონირებს: ER - გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დეპარტამენტი; რეანიმაცია; მოზრდილთა სტაციონარი; ბავშვთა სტაციონარი; სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტი; კეთილმოწყობილი პალატები 100 საწოლზე; ქირურგიული დეპარტამენტი: 3 საოპერაციო დარბაზით; ფუნქციურ-დიაგნოსტიკური დეპარტამენტი.

 


სამედიცინო ცენტრის გახსნას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული დაესწრო.

 

 

„ეს არის ძალიან კარგი მაგალითი კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის, „ავერსის“ მხრიდან მსხვილი ინვესტიცია განხორციელდა, რაც მნიშვნელოვანია რეგიონის მოსახლეობისთვის, რათა ჰქონდეთ წვდომა სრულფასოვანი, მაღალხარისხიანი, თანამედროვე სტანდარტების სერვისებზე“, განაცხადა ნინო ბერძულმა.

 


„ავერსის“ კლინიკის მარნეულის ფილიალში, დღემდე, სამედიცინო მომსახურება 63 000-ზე მეტ პაციენტს გაეწია და 6000-ზე მეტი ახალშობილი დაიბადა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი