დონალდ ტრამპი დაჟინებით აცხადებს, რომ იგი არ იმყოფება ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) გამოძიების ქვეშ
11-05-2017, 14:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაჟინებით აცხადებს, რომ იგი არ იმყოფება ფედერალური საგამოძიებო ბიუროს გამოძიების ქვეშ. მან NBC-ის ახალ ამბებთან ინტერვიუში ასევე გამოამჟღავნა, რომ FBI -ს დირექტორის, ჯეიმს კომის თანამდებობიდან გაშვება მისი გადაწყვეტილება იყო.

 


კომი ჰილარი კლინტონის ელექტრონული წერილების ჰაკერული გზით მოპარვის და 2016 წელს პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო კამპანიის რუსეთთან შესაძლო საიდუმლო შეთანხმების გამოძიებას ხელმძღვანელობდა.

 


FBI-ს დირექტორის პოსტიდან დათხოვნის შემდეგ თავის პირველ ინტერვიუში ტრამპმა NBC-ს ახალ ამბებს უთხრა, რომ მან ჰკითხა კომის, იმყოფებოდა თუ არა იგი გამოძიების ქვეშ.

 


„მე ვუთხარი, თუ შესაძლებელია, შეგიძლიათ შემატყობინოთ, ‘ვიმყოფები გამოძიების ქვეშ?’ მან მითხრა: ‘თქვენ არ ხართ გამოძიების ქვეშ’“.

 


„მე ვიცი, რომ არ ვიმყოფები გამოძიების ქვეშ“, უთხრა ტრამპმა ამერიკულ ტელეარხს.

 


როგორც BBC წერს, პრეზიდენტმა ძირი გამოუთხარა თეთრი სახლის თავდაპირველ ახსნა-განმარტებას იმის შესახებ, რომ მან კომი თანამდებობიდან იუსტიციის დეპარტამენტის მაღალი ოფიციალური პირების რეკომენდაციით დაითხოვა.

 


მან აღნიშნა, რომ FBI ალიაქოთში იყო გახვეული. „მე მინდოდა კომის დათხოვნა. ჩემი გადაწყვეტილებაა“, თქვა ტრამპმა.

 


„მე მას გავათავისუფლებდი რეკომენდაციის მიუხედავად“.

 


როგორც BBC იუწყება, თეთრმა სახლმა იმის გამოცხადებით, რომ ჯეიმს კომის „უფლებამოსილება შეუწყდა და გათავისუფლებულია თანამდებობიდან“, ვაშინგტონი შოკში ჩააგდო, ხოლო „როიტერსი“ წერს, რომ ტრამპის სამშაბათს მიღებულმა ამ გადაწყვეტილებამ ვაშინგტონში პოლიტიკური ქარიშხალი დაატრიალა. ზოგიერთმა „დემოკრატმა“ ტრამპის ეს ნაბიჯი 1973 წლის „შაბათ ღამის არეულობას“ შეადარა, როცა პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა დაითხოვა დამოუკიდებელი სპეციალური პროკურორი, ვინც უოტერგეიტის სკანდალს იძიებდა.

 


„რესპუბლიკელმა“ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან დაითხოვა კომი, შეერთებული შტატების სამართალწესრიგის უზრუნველმყოფი უმაღლესი ოფიციალური პირი, არჩევნების წლის ელექტრონული წერილების სკანდალის გამო, რომელშიც „დემოკრატების“ მაშინდელი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰილარი კლინტონი იყო ჩართული.

 


„როიტერსი“ წერს, რომ ამ ნაბიჯმა განაცვიფრა ვაშინგტონი და „დემოკრატებსა“ და სხვებს შორის გაზარდა ეჭვები იმის შესახებ, რომ თეთრი სახლი ცდილობს შეასუსტოს FBI-ის გამოძიება, რომელიც ამერიკის პოლიტიკურ პროცესებში რუსეთის ჩართულობას უკავშირდება.

 


BBC იუწყება, რომ ტრამპის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კომის მიერ გასულ კვირას კლინტონის ელექტონულ წერილებთან დაკავშირებით კონგრესისთვის არაზუსტი ინფორმაციის მიწოდება.

 


პრეზიდენტმა ტრამპმა კომისადმი მიწერილ წერილში განაცხადა, რომ იგი დაეთანხმა შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის ჯეფ სეშენსის რეკომენდაციას, რომ „თქვენ არ ხართ შემძლე ეფექტურად უხელმძღვანელოთ ბიუროს“.

 


სეშენსმა განაცხადა, რომ იუსტიციის დეპარტამენტი „მოწოდებულია მაღალი დონის დისციპლინაზე, პატიოსნებაზე და კანონის უზენაესობაზე“ და „საჭიროა ახალი ძირეული ცვლილება“.

 


ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილი ტრამპის გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ მოტივს ხედავენ, რასაც თეთრი სახლი უარყოფს.

 


იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურებმა დაასკვნეს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის სასარგებლოდ ჩარევის ბრძანება გასცა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი