„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 64% მიიჩნევს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური სავალდებულო მხოლოდ კაცებისთვის უნდა იყოს.
კითხვაზე, ჩამოთვლილთაგან რომელ მოსაზრებას ეთანხმებით, აღნიშნული პასუხი გასცა გამოკითხულთა 64%-მა, 18% მიიჩნევს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური კაცებისთვისაც და ქალქებისთვისაც უნდა იყოს სავალდებულო, 16% კი აცხადებს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური არ უნდა იყოს სავალდებულო.
NDI-ის ცნობით, კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,493 რესპონდენტი გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი+/-2,7%-ია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.