უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა პრემიერ-მინისტრს პირადი დაცვის დატოვება სთხოვა
06-04-2015, 06:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა პრემიერ-მინისტრს პირადი დაცვის დატოვება სთხოვა – ამის შესახებ გაზეთი „კვირის ქრონიკა“ უზენაეს სასამართლოში მომუშავე ერთ-ერთ პირზე დაყრდნობით წერს.

 
“კუბლაშვილმა პრემიერ-მინისტრს თხოვნით მიმართა, რომ მისთვის პირადი სახელმწიფო დაცვა დაეტოვებინათ. მაგრამ, ამ შემთხვევაში, ყოფილმა მაღალჩინოსანმა უნდა დაასაბუთოს, რომ მას რაიმე საშიშროება ნამდვილად ემუქრება და ამის შემდეგ გადაწყვეტს პრემიერ-მინისტრი, დაცვას დაუნიშნავს თუ არა. როგორც ითქვა, კუბლაშვილმა ითხოვა როგორც პირადი დაცვა, ასევე სახლის დაცვაც, მაგრამ ჯერჯერობით პრემიერ – მინისტრისგან პასუხი არ არის. სხვათა შორის, ჯერჯერობით სახლის დაცვა მას დარჩა, ეტყობა კუბლაშვილი გულის სიღრმეში შიშობს, რადგან ამდენი წელი იყო ამ თანამდებობაზე და თვლის, რომ ისეთი გადაწყვეტილებები აქვს მიღებული, ისე იცხოვრა ამ 10 წლის მანძილზე თავისი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ ვინმემ რამე არ მოუწყოს, თუ, რა თქმა უნდა, საქართველოში დარჩენას გადაწყვეტს“, – აცხადებს ინკოგნიტო წყარო გამოცემასთან საუბრისას.

 

 

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში 2014 წლის 27 მაისს შეტანილი ცვლილების თანახმად, კოტე კუბლაშვილს პირადი დაცვა არ ეკუთვნის.


2014 წლის 27 მაისის შემდგომი პერიოდიდან უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ პირადი დაცვით სარგებლობის უფლება აქვს:



საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მისი ოჯახის წევრებს - პრემიერ-მინისტრს სიცოცხლის ბოლომდე - ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო საზღვარგარეთ 1 თვეზე მეტი ვადით გამგზავრებისას  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით (ეს წესი არ მოქმედებს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების შემთხვევაში); ღ) უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს და მისი ოჯახის წევრებს - პრეზიდენტს სიცოცხლის ბოლომდე, ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო საზღვარგარეთ 1 თვეზე მეტი ვადით გამგზავრებისას; საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით (ეს წესი არ მოქმედებს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების შემთხვევაში); ყ) უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით; შ) უცხოეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი