ოთარ ფარცხალაძე: გენერალური აუდიტორის უსაფუძვლო განცხადებებით შეილახა ჩემი პატივი და ღირსება და მივმართავ ყველა სამართლებრივ გზას, რათა ბოდიში მოვახდევინო მას ცილისწამებისთვის
14-05-2017, 17:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მასსა და ლაშა თორდიას შორის მომხდარ ინციდენტზე ვრცელ განცხადებას ავრცელებს და გამოხატავს მზადყოფნას, ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ფარცხალაძე ამბობს, რომ გენერალური აუდიტორის უსაფუძვლო განცხადებებით შეილახა მისი პატივი და ღირსება, რის გამოც მიმართავს ყველა სამართლებრივ გზას, რათა „აღვიდგინო ჩემი დარღვეული უფლებები და გენერალურ აუდიტორს ბოდიში მოვახდევინო საჯაროდ ცილისწამებისთვის“.

 


„მინდა, გამოვეხმაურო გენერალურ აუდიტორ ლაშა თოდრიასთან მომხდარ ინციდენტს. უპირველეს ყოვლისა ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ კონფლიქტის ინიციატორი გახლდათ თავად ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია. მე ამ დროს ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმყოფებოდი შარდენზე, ერთ-ერთ დაწესებულებაში, სადაც როგორც აღმოჩნდა ქეიფობდა ეს უკანასკნელიც. ჩვენ სახლებისკენ რომ ვიშლებოდით, სწორედ მაშინ მოგვეჭრა მთვრალი გენერალური აუდიტორი, რომლის აგრესიული ქმედებების გამო გადაიზარდა ყველაფერი მცირე კონფლიქტში, რაც რამოდენიმე წამშივე განიმუხტა.

 


როგორც ჩანს, მას გულში აქვს ჩარჩენილი ჩემი გარკვეული ქმედებები სამართალდამცავ უწყებებში ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით, რაზეც შესაბამის ინფორმაციას მივაწვდი გამოძიებას. ის სიცრუეები კი, რასაც იგი ყვება ტელევიზიების საშუალებით, გავს თავისი ქმედებების სხვისთვის გადაბრალების მცდელობას, თუმცა არ გამოვრიცხავ იმდენად მთვრალი იყო პატივცემული აუდიტორი, რომ მას რაღაც დეტალები არც კი ახსოვდეს.

 


მთავარი, რისი თქმაც მინდა არის ის, რომ მე მზად ვარ სრულად ვითანამშრომლო გამოძიებასთან, რადგან უპირველეს ყოვლისა ჩემს ინტერესებში შედის, რომ გაირკვეს სიმართლე და ის ბინძური პიარ კამპანია რაც აგორდა სავარაუდოდ ლაშა თორდიას მიერ ჩემს წინააღმდეგ, მისი მეგობრებისა და თანაპარტიელების დახმარებით, არ დარჩეს პასუხგაუცემელი.

 


რაც შეეხება იმ განცხადებას, თითქოს იგი ამოწმებდა თუ ამოწმებს ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებულ გარემოებებს. საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ მე საკმაოდ დიდი ხანია აღარ ვარ სახელმწიფო მოხელე, მას შემდეგ რაც ჩემივე განცხადებით გადავდექი მთავარი პროკურორობის თანადებობიდან და მე მზად ვარ, პასუხები გავცე როგორც საჯარო სექტორში საქმიანობისას ისე მას შემდეგ ჩემს მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებაზე.

 


ასევე ცალსახად ეჭვს ბადებს, როდესაც გენერალური აუდიტორი, რომლის სამსახურის ერთადერთი დანიშნულებაა სახლწიფო უწყებების შემოწმება, საჯაროდ ავრცელებს ინფორმაციას კერძო პირზე, ჩემზე თითქოს მე ჩადენილი მქონდეს რაიმე სახის უკანონობა, იმის ნაცვლად რომ გამოაწვეყნოს შესაბამისი ინფორმაცია და შეაფასოს გარკვეული სახელმწიფო ორგანოების ქმედებები.

 


აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს მის სუბიეწტურობას და დაინტერესებას ჩემი პერსონის დისკრედიტაციაში. ამდენად მისი არანაირი ინფორმაცია არ იმსახურებს ნდობას და რაც არ უნდა გამოაქვეყნოს მის მიერ ინიცირებული ინციდენტის შემდგომ ჩემზე, ეს ყველაფერი იქნება ცალმხრივი და არაობიექტური, ასევე აცდენილი იქნება მისი უწყების კომპეტენციას.

 


ამდენად, მე მოვითხოვ რომ ის მასალები რაზეც არ უნდა საუბრობდეს გენერალური აუდიტორი, მნიშვნელობა არ აქვს რომელ სახლემწიფო უწყებასაც არ უნდა ეხებოდეს, რასაც ცალსახად არანაირი კავშირი არ აქვს მომხდარ ინციდენტთან, გამოძოებული იქნეს დაუყოვნებლივ კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოების მიერ, ვინაიდან გენერალური აუდიტორის უსაფუძვლო საჯარო განცხადებებით, რომლებიც არ და ვერ იქნება გამყარებული ვერანაირი მტკიცებულებებით, შეილახა ჩემი პატივი და ღირსება, დაირღვა კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი ჩემი უფლებები, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფცია და მე ჩემი ადვოკატების საშუალებით მივმართავ ყველა სამართლებრივ გზას რათა აღვიდგინო ჩემი დარღვეული უფლებები და გენერალურ აუდიტორს ბოდიში მოვახდევინო საჯაროდ ცილისწამებისთვის.

 


და ბოლოს თბილისში კარგად არის ცნობილი ლაშა თოდრიას მიდრეკილება სასმელისადმი და ამ მიდრეკილებასთან ერთად ის ფაქტი რომ ხშირად სიმთვარალეში იქცევა შეუფერებლად მის მიერ დაკავებული მაღალი თანადებობისათვის და უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, შესაბამისად გამოძიება რომ იყოს სრულყოფილი და დადგინდეს სიმთვრალეში მისი ქმედებების სპეციფიკა, ვშუამდგონლობ და ვითხოვ გამოძიებისგან, რომ შეისწავლონ ყველა მსგავსი ფაქტი და ქმედება, რომელიც მის მიერ შესაძლოა ჩადენილი იყოს სიმთვრალეში. მე საკმაოდ დიდი ხანი ვმოღვაწეობდი სამართალდამცავ ორგანოებში და ვიცი, რომ ასეთ ფაქტებს მრავლად ჰქონდა ადგილი, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ექსკლუზიურად გამოაქვეყნა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი