ლაშა თორდია: ჩემი პრიორიტეტი არის ოთარ ფარცხალაძის კორუფციული საქმიანობის გამოაშკარავება
15-05-2017, 04:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიას განცხადებით, თბილისის მერიასა ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის კორუფციულ გარიგებებს ჰქონდა ადგილი.

 

 

მისივე თქმით, მერიამ ფარცხალაძის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა, რასთან დაკავშირებულ მასალებსაც მალე გაასაჯაროებს.

 

 

„ჩემი პრიორიტეტი არის ოთარ ფარცხალაძის კორუფციული საქმიანობის გამოაშკარავება. ჩემი პრიორიტეტი არ არის წუწუნი ჩემს ჯანმრთელობაზე, ჩემს სხვა მიდრეკილებებზე და ა.შ. მე მზად ვარ ამაზე ვისაუბრო მას შემდეგ, რაც ამ ადამიანს ვიხილავ იქ, სადაც მისი ადგილია. მე ამ დღეებში უბრალოდ ვერ შევძლებ პრესკონფერენციის ჩატარებას, ვინაიდან ექიმებმა ერთკვირიანი წოლითი რეჟიმი გამომიწერეს და მითხრეს, რომ ცუდი შედეგები მოჰყვება, თუ გონებრივი დატვირთვა მექნება და ვივლი. ნამდვილად არ ვაპირებ ოთარ ფარცხალაძის გულისთვის საფრთხის ქვეშ დავიყენო თავი, მაგრამ ყველას მინდა ვუთხრა, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად იქნება გამოტანილი საჯაროდ, მოვამზადებთ კარგად და ყველაფერს კარგად აგიხსნით. კორუფციული გარიგება ეხება ვერეს ხეობაში მიწის ნაკვეთების ჩანაცვლებას და შემდეგ, სადაც ჩაანაცვლა იქ კიდევ დამატებით. ფაქტობრივად, პირდაპირი წესით მოხდა ყველაფერი, რადგან პირდაპირ დაუკმაყოფილეს ყველა ის მოთხოვნა, რაც მან მოითხოვა მერიაში და გადასცეს მიწის ნაკვეთები. არც ერთი გოჯი მიწა მისი შრომით, მისი დაზოგილი თანხებით არ არის“, აცხადებს ლაშა თორდია.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი