„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პროკურატურას მიმართავს, ლაშა თორდიას ცემის ადგილიდან ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერი გასაჯაროვდეს და გამოძიება ადეკვატური მუხლით წარიმართოს.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ზაზა ბიბილაშვილმა და ირაკლი ნადირაძემ ისაუბრეს.
„ახლა, სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, საქართველოს მთავარი პროკურატურა და სხვა ძალოვანი უწყებები დანაშაულის დაფარვის ფართომასშტაბიან ოპერაციას ახორციელებენ. საუბარია დანაშაულზე, რომელიც ოთარ ფარცხალაძემ და მისმა ამალამ 3 დღის წინ ჩაიდინა, როდესაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი, ლაშა თორდია სცემეს. მინდა მივმართო ძალოვანი უწყებების რიგით თანამშრომლებს- ფარცხალაძის დანაშაული თქვენი დანაშაული არაა, დანაშაულის დაფარვა კი, უკვე თქვენი დანაშაულია. ივანიშვილების კლანი მალე მოშორდება ამ ქვეყანას. ნუ იზამთ ისე, რომ თვალებში ვერ ჩახედოთ შვილებს და მოგიწიოთ თვალებში ჩახედოთ მართმსაჯულებას. მინდა მივმართო პროკურატურის ფორმალურ ხელმძღვანელობას.
მოვითხოვთ:
1. გასაჯაროვდეს შემთხვევის ადგილზე სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ყველა ფირი.
2. მოხდეს მუხლის გადაკვალიფიცირება და გამოძიება წარიმართოს ადეკვატური სიმძიმის მუხლით.
3. პროკურატურამ მოითხოვოს წინასწარი პატიმრობა, რადგან ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა გამართლებულია. ფარცხალაძე არის ერთგვარი კანონიერი ქურდი, რომელიც არაფორმალურად მართავს პროკურატურის სისტემას. მას შეუძლია დააშინოს მოწმეები, გააყალბოს მტკიცებულებები და არათუ გავლენა მოახდინოს გამოძიებაზე, არამედ პრაქტიკულად წარმართოს გამოძიება.
დღეს, ქართული საზოგადოება იმყოფება ომში არა პოლიტიკურ ძალასთან, არამედ მაფიოზურ სინდიკატთან, რომლის ერთერთი სახე არის ოთარ ფრაცხალაძე,’’ განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
ირაკლი ნადირაძემ კი დოკუმენტები წარადგინა, რომელიც მისი თქმით, ფარცხალაძის დანაშაულებრივი საქმიანობის დამადასტურებელია.
„წარმოგიდგენთ დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება შემდეგი - კომპანიას, რომელიც 2010 წლიდან ითხოვდა მიწის ადგილმონაცვლეობას, მიწა დაჩქარებული წესით, კანონდარღვევით მოუნაცვლეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ კომპანიის მფლობელი ფარცხალაძე გახდა. ამავე დოკუმენტში ჩანს, რომ ოთარ ფარცხალაძე მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ ითხოვს 4, 20 სართულიანი კორპუსის მშენებლობას, სადაც დაგეგმილი იყო რეკრეაციული ზონის შექმნა. ამ დოკუმენტის მიხედვით, ფარცხალაძე ერთ დღეში გახდა მილიონერი და ახლა ის მერიისგან ითხოვს ამ მილიონს კიდევ მილიონები შეემატოს და ყველას, ვინც მას ამ გზაზე გადაეღობება ძალადობრივი მეთოდებით გაუსწორდეს. ჩვენ მოვითხოვთ თბილისის მერისგან ნუ ჩაიდენს მორიგ დანაშაულს და შეაჩეროს ამ საკითხის განხილვა, ნუ დაარღვევს მოსახლეობის ინტერესებს”, აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.