დონალდ ტრამპი ისრაელში შეერთებული შტატების საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანასთან დაკავშირებით „ძალიან ფრთხილია“
15-05-2017, 09:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს განსაზღვროს, თუ როგორ იმოქმედებს ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო შეთანხმების შუამავლობის მის იმედებზე მისი დაპირების შესრულება, ისრაელში შეერთებული შტატების საელჩოს იერუსალიმში გადატანასთან დაკავშირებით, განაცხადა კვირას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

 


როგორც „როიტერსი“ წერს, იანვარში პრეზიდენტის უფლებამოსილების შედგომის შემდეგ, ტრამპმა აჩვენა იმის ნიშნები, რომ მზად არის შეასრულოს მისი წინასაარჩევნო დაპირება, აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანასთან დაკავშირებით, მაშინ როცა ასევე აღქთმას დებს იმის თაობაზე, რომ ყველა საჭირო ღონეს იხმარს, მიაღწიოს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო შეთანხმებას.

 


„პრეზიდენტი ძალიან ფრთხილია და ესმის, თუ როგორ შეიძლება მოახდინოს გავლენა ამგვარმა გადაწყვეტილებამ სამშვიდობო პროცესზე“, უთხრა სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა ტელეკომპანია NBC -ის გადაცემას, „შეხვდით პრესას“. „როიტერსის“ ცნობით, რამდენიმე დღეში ტრამპი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს იწყებს, რომლის ფარგლებშიც იგი ისრაელის და პალესტინის ლიდერებს შეხვდება.

 


ისრაელი იერუსალიმს მის სამუდამო და განუყოფელ დედაქალაქად მიიჩნევს და სურს ყველა უცხო ქვეყანამ თავიანთი საელჩოები იქ განათავსოს. საელჩოს გადატანას მტკიცედ ეწინააღმდეგება აშშ-ის ბევრი მოკავშირე, მაშინ როცა იერუსალიმი პალესტინელებსაც თავიანთ დედაქალაქად სურთ.

 


ტილერსონის კომენტარს მალევე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

 


„ისრაელის პოზიცია ბევრჯერ იქნა დაფიქსირებული ამერიკის ადმნისტრაციის და მსოფლიოს მიმართ“, ნათქვამია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.

 


„ამერიკის საელჩოს იერუსალიმში გადატანა არ დააზიანებს სამშვიდობო პროცესს, მას საპირისპირო შედეგი ექნება. ის განავითარებს მას [სამშვიდობო პროცესს] ისტორიული სიმცდარის გასწორებით და პალესტინური ფანტაზიის დასრულებით, რომ იერუსალიმი არ არის ისრაელის დედაქალაქი“.

 

 

კომენტარები: 1
#1  ბიძინა სავანელი
      
გაეროს მიერ იერუსალიმი უნდა გამოცხადდეს ნეიტლარულ ზონად, რადგან ის არის მსოფლიო ცივილიზაციის და კულტურის უნიკალური ცენტრი, და როგორც ასეთი დაცული იქნას გაეროს სამშვიდობო ძალებით.ხ2ხბც

გაეროს მიერ იერუსალიმი უნდა გამოცხადდეს ნეიტლარულ ზონად, რადგან ის არის მსოფლიო ცივილიზაციის და კულტურის უნიკალური ცენტრი, და როგორც ასეთი დაცული იქნას გაეროს სამშვიდობო ძალებით.
15 მაი 2017 10:13
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი