ირაკლი ოქრუაშვილი: სააკაშვილის გუნდში იყო პოზიცია, რომ გირგვლიანის საქმეზე დაკავებულები იყვნენ პატარკაციშვილის პროპაგანდისტული მანქანის მსხვერპლი
15-05-2017, 10:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუნდში „იყო პოზიცია, რომ გირგვლიანის საქმეზე დაკავებულები იყვნენ პატარკაციშვილის პროპაგანდისტული მანქანის მსხვერპლი".

 

 

ოქრუაშვილმა ამის შესახებ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე დაკითხვისას განაცხადა, რომელზეც ბრალი მიხეილ სააკაშვილს აქვს წაყენებული.

 

 

„სააკაშვილი ცდილობდა გარკვეული პერიოდი ნეიტრალური პოზიცია დაეჭირა, მაგრამ მერე უკვე ისიც იმ პოზიციაზე იყო, რომ ეს იყო შემთხვევითობა და ახალაიას და მერაბიშვილს ამაში ბრალი არ მიუძღვით. ამბობდა მერაბიშვილზე და სხვებზე, რომ ამ ტიპის ადამიანის დასჯა გუნდის და ქვეყნის ჩამოშლას გამოიწვევსო. მთხოვდა კიდევაც, რომ დამელაპარაკა პატარკაციშვილთან, რათა ეს თემა მომეხსნა საინფორმაციო ბადიდან. გუნდში აქტიური პოზიცია ეკავა რამდენიმე ადამიანს, მათ შორის გიგა ბოკერიას, რომ არ უნდა დასჯილიყო არც ახალაია და არც მერაბიშვილი", განაცხადა ოქრუაშვილმა და დაამატა, რომ სააკაშვილს მასთან რამდენჯერმე ჰქონდა საუბარი გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალებაზე.

 

 

მერაბიშვილი რომ აწუხებდა ამ ადამიანების შეწყალებაზე, მეკითხებოდა აზრს და გარკვეულ რჩევას ამ საკითხზე, რაზეც მე ნეგატიური რეაქციები მქონდა. შეწყალებაზე რამდენჯერმე მქონდა საუბარი. სააკაშვილს ჰქონდა დაკავებულებისთვის მიცემული სიტყვა, რომ გათავისუფლდებოდნენ პატიმრობიდან და ამ ადამიანებს სააკაშვილის სიტყვის სჯეროდათ. გუნდში იყო პოზიცია, რომ ეს ადამიანები იყვნენ პატარკაციშვილის პროპაგანდისტული მანქანის მსხვერპლი", განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი