ხონის მუნიციპალიტეტში 2017 წელს 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება
16-05-2017, 01:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2017 წელს, ხონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

 


როგორც Guardian.ge-ს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურიდან აცნობეს, თანხის ძირითადი ნაწილი გზების აღდგენას მოხმარდება. იგეგმება ქალაქისა და სოფლების შიდა გზების მოასფალტება; კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობათა რეკონსტრუქცია; ქალაქის ცენტრში სამ და ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების კეთილმოწყობა; სახიდე გადასასვლელების დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა.

 


„ხონში, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, ჯამში, 22 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. 28,000-მდე ბენეფიციარს სამუშაოების დასრულების შემდეგ პრიორიტეტულად მიჩნეული პრობლემები მოუგვარდება“, აცხადებენ ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, რომელიც დაგეგმილი და განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხას აქვეყნებს:

 


ქ. ხონი ვაჟა-ფშაველას ქუჩის მოასფალტება

 


ქ. ხონის რუსთაველის სახელობის ქუჩის გაგრძელების მოასფალტება

 


ქ. ხონი რ. შამათავას სახელობის ქუჩის მოასფალტება

 


ქ. ხონი გ. ჭანტურიას სახელობის ქუჩის მესამე შესახვევის (გურამიშვილის ქუჩის დამაკავშირებელი) მოასფალტება

 


ქ. ხონი ჯორჯიაშვილის ქუჩის მოასფალტება

 


ქ.ხონი მოსე-ხონელის სახელობის ქუჩის მეოთხე შესახვევის მოასფალტება

 


ქ. ხონი დ. კაკაბაძის ქუჩის მოასფალტება

 


ქ. ხონი გ. ჭანტურიას ქუჩის შესახვევების მოასფალტება (ფოსტის უკან და თუთისანის ქუჩაზე გამავალი)

 


ქ. ხონი პ. კაკაბაძის ქუჩის აღდგენა

 


ქ. ხონი მოსე-ხონელის სახელობის ქუჩის მესამე შესახვევის მოასფალტება

 


ქ. ხონის გორგასალის სახელობის ქუჩის გაგრძელების მოასფალტება

 


ქ. ხონის გოგებაშვილის სახელობის ქუჩის მოასფალტება

 


პუშკინის ქუჩა მეოთხე უბნის სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოასფალტება

 


სოფელ კუხში მთავარი გზიდან სკოლამდე მისასვლელი გზის მოასფალტება

 


სოფელ კონტუათში მთავარი გზიდან კონტუათის ცენტრამდე მისასვლელი გზის მოასფალტება

 


სოფელ გოჩა-ჯიხაიშში საშუალო სკოლიდან ტაძრამდე მისასვლელი 800 გრძ-მეტრი გზის მოასფალტება

 


ქ. ხონში ნინოშვილის ქუჩის 1-ლი შესახვევისა და აბაშიძის ქუჩის 1-ლი შესახვევის დამაკავშირებელი გზის მოასფალტება

 


ი. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრამდე მისასვლელი გზის მოასფალტება

 


ხონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის აღდგენა

 


ქ. ხონში სამხატვრო სკოლის აღდგენა

 


სამ და ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების აღდგენა (თავისუფლების მოედანი # 12; 13; 15; სოლომონ მეორის ქუჩა #7)

 


ხონის მუნიციპალიტეტში ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 37-ე კმ-ზე სოფელ ღვედის შესასვლელში არსებული სახიდე გადასასვლელის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი