გიორგი მარგველაშვილმა ბრატისლავაში კომენიუსის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა
16-05-2017, 03:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტისას, ბრატისლავაში კომენიუსის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია „უსაფრთხოება შავ ზღვაში, როგორც ევროპული სტაბილურობის ქვაკუთხედი" წაიკითხა.

 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი სტუდენტებს ევროპის განვითარებასთან მიმართებაში შავი ზღვის რეგიონის ისტორიულ მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენი რეგიონის მომავალი პირდაპირ უკავშირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების კეთილდღეობასა და წინსვლას.

 


მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო საუკუნეების მანძილზე ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული ევროპის განვითარებაში. საქართველო ევროპული ქვეყანაა და არა ევროპის მეზობელი.

 


მისი თქმით, საქართველო შავი ზღვის რეგიონის ევროპული სტაბილურობის ქვაკუთხედია, რომელიც სხვადასხვა გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ ერთგული რჩება საერთო ევროპული და ევროატლანტიკური პრინციპებისა და ღირებულებებისა.

 


გიორგი მარგველაშვილმა საქართველო რუსეთის ურთიერთობებისა და ოკუპირებული რეგიონების შესახებ ისაუბრა.

 


პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ქვეყნის მოსახლეობის 15% დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირია, საქართველო კვლავ ახერხებს რომ იყოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში უდიდესი კონტრიბუტორი არაწევრ ქვეყნებს შორის.

 


საქართველოს პრეზიდენტმა შავი ზღვის რეგიონისა და ვიშეგრადის ჯგუფის რეგიონული თანამშრომლობის პოტენციალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა, ძლიერი მხარდაჭერა და რეგიონული თანამშრომლობა, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი საფრთხეები.

 


გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებს საქართველოს ის შესაძლებლობები გააცნო, რომელიც საქართველოსათვის ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერამ გააჩინა. მისი განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის დინამიკა სწრაფად იზრდება და საქართველოს სხვა მეგობრული სახელმწიფოები დაინტერესებულნი არიან DCFTA- ს შესაძლებლობებით.

 


ლექციის შემდეგ კომენიუსის უნივერსიტეტის პრორექტორმა გიორგი მარგველაშვილს საპატიო სტუმრის მედალი გადასცა.

 


გიორგი მარგველაშვილი ქართველ სტუდენტებსაც გაესაბრა, რომლებიც კომენიუსის უნივერსიტეტში სწავლობენ და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი