სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ანდრეი კისკამ საქართველოს პრეზიდენტს და პირველ ლედის მშობლიურ ქალაქ ლევოჩაში უმასპინძლა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ანდრეი კისკას და გიორგი მარგველაშვილს ლევოჩას მერმა, მილან მაიერსკიმ მერიის ისტორიული შენობა დაათვალიერებინა და ცნობილი მხატვრის ნამუშევრები უსახსოვრა. გიორგი მარგველაშვილმა ლევოჩას მუნიციპალიტეტის ისტორიულ შენობაში საპატიო სტაუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა. რის შემდეგაც საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა წმინდა იაკობის სახელობის ეკლესიაში ლევოჩელი ოსტატის პაულის მიერ შესრულებული გოთიკური საკურთხეველი დაათვალიერეს.
„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ძვირფას მეგობარს, პრეზიდენტ კისკას ჩემი მასპინძლობისათვის ლევოჩაში.
ოფიციალური ვიზიტების ფარგლებში ყოველთვის გვეძლევა ქვეყნის ღირსშესანიშნაობების დათვალიერების საშუალება და მე მოხიბლული ვარ როგორც ამ ქალაქით, ასევე იმ კათედრალით, რომელსაც ვეწვიეთ.
მონასტერში სტუმრობისას განსკუთრებული ემოციები გამოიწვია ორღანზე შესრულებულმა მუსიკამ.
მოხიბლულები ვართ აქაური სტუმართმოყვარეობით, თუ როგორ გვიმასპინძლა ქალაქის მერიამ და მოქალაქეებმა. მე ძალიან მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობისათვის'', განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.