დარიალის ხეობაში 47 179 224 ლარის ღირებულების 2კმ-იანი გვირაბის მშენებლობა იწყება
17-05-2017, 03:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას გვირაბის მშენებლობას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

 


საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2017 წელს, დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132 - კმ135 მონაკვეთზე, დაახლოებით 2 კმ-იანი გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დაწყება იგეგმება. პროექტის ღირებულება 47 179 224 ლარია და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, სამუშაოების ვადად განსაზღვრულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვე.

 


„ამ დროისათვის გვირაბის საპროექტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს პროექტირება-მშენებლობის რეჟიმში განახორციელებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შ.პ.ს „ფერი“. კომპანიამ დეტალური პროექტის მომზადების შუალედური ანგარიშის ფარგლებში პროექტის რამდენიმე ვარიანტი წარმოადგინა, რომელსაც კომპანიის სპეციალისტები, გეოლოგები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ადგილზე გაეცნენ.

 


დარიალის ხეობაში, ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამოდენიმეჯერ განმეორდა რაც საფრთხეს უქმნიდა ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას ასევე ამ პერიოდში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა, რაც ქვეყნისთვის, საშუალოდ მილიონ ლარამდე დანაკარგი იყო ყოველდღიურად.

 


შესაბამისად, დევდორაკის გვირაბის მშენებლობა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებისთვის აუცილებელია და ქვეყანა შეძლებს ქონდეს სტაბილური და უსაფრთხო გზა" ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი