კადეტთა სამხედრო ლიცეუმის საინფორმაციო შეხვედრები დასრულდა
17-05-2017, 06:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალი აკადემიური წლისთვის ემზადება. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ამ მიზნით, ლიცეუმის წარმომადგენლებმა საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

 

 

საინფორმაციო შეხვედრების ციკლი, დღეს, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროს, კაპრალ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის N173-ე საჯარო სკოლაში დასრულდა.

 

 

ლიცეუმის მთავარმა სერჟანტმა, იაკობ მარუაშვილმა და კადეტებმა მოსწავლეებს სასწავლებლის ისტორიის, ამოცანის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და სასწავლო პროგრამების, მიღების პირობების შესახებ ინფორმაცია მიწოდეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

 

 

მოსწავლეები ფიზიკური მომზადების, სწავლის პროცესისა და დღის განრიგით დაინტერესდნენ. მათი კითხვები ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მდგომარეობასაც შეეხო. შეხვედრაზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროს, კაპრალ ვახტანგ გზირიშვილის ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. უახლოეს დღეებში კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „ღია კარის დღე“ გაიმართება.

 

 

დაინტერესებულ პირებს სამხედრო სასწავლებელში მიმდინარე პროცესებისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაცნობის, ასევე ინფრასტრუქტურის დათვალიერების საშუალება მიეცემათ. სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელობა და კადეტები, საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის, იმერეთის, შიდა ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ", აღნიშნულია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი