აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტზე „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ალაპარაკდა - ტრამპისა და რუსეთის კავშირებზე დამოუკიდებელ გამოძიებას კი უფრო მეტი „რესპუბლიკელი“ მოითხოვს
17-05-2017, 14:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მცირე, მაგრამ მზარდი რიცხვი შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანამოაზრე „რესპუბლიკელებისა“ ითხოვს დამოუკიდებელ გამოძიებას ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანიასა და რუსეთს შორის შესაძლო საიდუმლო შეთანხმების თაობაზე, და ერთმა იმპიჩმენტიც კი ახსენა, რაც თანამდებობიდან დათხოვნილი ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) დირექტორის, ჯეიმს კომის იმ სამსახურებრივი ჩანაწერის გახმაურებამ დააჩქარა, რომლის მიხედვითაც ტრამპი ცდილობდა სააგენტოს გამოძიებისთვის ხელის შეშლას.

 


მღელვარება ვაშინგტონში იმის გამო გაღრმავდა, რომ ტრამპი ცდილობდა დასრულებულიყო FBI-ის გამოძიება მისი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკლ ფლინსა და რუსეთს შორის კავშირების შესახებ.

 


როგორც „როიტერსი“ წერს, შეერთებული შტატების აქციები თითქმის ბოლო ორი თვის განმავლობაში ყველაზე საშინელ დღეში აღმოჩნდა და დოლარის კურსი დაეცა, რადგან ასეთი გაურკვევლობის პირობებში ინვესტორები შიშობენ, თუ რამდენად არის შემძლე პრეზიდენტი გაიტანოს საგადასახადო და რეგულირების ცვლილებები.

 


ჯეიმს კომიმ, რომლის თანამდებობიდან გაშვებამ, გასულ კვირას, ვაშინგტონში პოლიტიკური ქარიშხალი დაატრიალა, სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა, რომლის მიხედვითაც ტრამპმა მას სთხოვა, დაესრულებინა მის ყოფილ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკლ ფლინსა და რუსეთს შორის კავშირების შესახებ გამოძიება. 

 


„იმედი მაქვს, შენ შეძლებ ამის დავიწყებას“ - გავრცელებული ცნობით, ეს სიტყვები ტრამპმა კომის უთხრა თებერვალში, თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ - ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ყოფილი დირექტორის სამსახურებრივი ჩანაწერის მიხედვით, რომელიც წყარომ ნახა.

 


თეთრმა სახლმა, თავის განცხადებაში, უარყო აღნიშნული, რომელიც პირველად the New York Times-მა გაავრცელა.

 


„პრეზიდენტს არასოდეს უთხოვია ბატონი კომისთვის ან ვინმესთვის გამოძიების დასრულება, მათ შორის ნებისმიერის გამოძიების, რომელიც გენერალ ფლინს ეხებოდა“, აღნიშნულია განცხადებაში.

 


ფლინი თებერვალში იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო მას შემდეგ, რაც მან ტრამპის თეთრ სახლში შესვლამდე რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკთან მისი საუბრის შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა - ჯერ უარყო ასეთი საუბრის არსებობა, შემდეგ კი დაადასტურა.

 


რა არის უახლესი ბრალდებები?

 


როგორც BBC იუწყება, გავრცელებული ცნობით, კომიმ 14 თებერვალს, პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ სამსახურებრივი ჩანაწერი გააკეთა - რომელიც მან FBI-ის მაღალი თანამდებობის პირებს, თავის კოლეგებს, გაუზიარა - რომელმაც გამოამჟღავნა, რომ ტრამპმა მას სთხოვა, დაეხურა ფლინის ქმედებების შესახებ გამოძიება.

 


„იმედი მაქვს, თანახმა იქნები დაივიწყო ეს, დაივიწყო ფლინი“, უთხრა პრეზიდენტმა კომის, სამსახურებრივი ჩანაწერის თანახმად. „ის კაი კაცია“.

 


სამსახურებრივი ჩანაწერის მიხედვით, კომიმ პრეზიდენტის თხოვნას პასუხი არ გასცა, მაგრამ უთხრა: „გეთანხმები, რომ ის კაი კაცია“.

 


„დემოკრატმა“ კანონმდებლებმა მოითხოვეს, რომ იუსტიციის დეპარტამენტმა დაასახელოს სპეციალური პროკურორი, რათა გამოძიებული იქნეს რუსული საქმე.

 


რეპორტიორების შეკითხვაზე, ფიქრობდა თუ არა ის, რომ ტრამპის წინააღმდეგ ბრალდებები იძლეოდა იმპიჩმენტის საფუძვლებს, „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ჯასტინ ამაშმა განაცხადა, რომ „თუ ბრალდებები მართალია, დიახ. მაგრამ ყველას, ამ ქვეყანაში, სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლება გააჩნია, მათ შორის პრეზიდენტსაც და ნებისმიერ სხვას“.

 


შეკითხვაზე, ვის ენდობოდა იგი, კომის თუ ტრამპს, ამაშმა უპასუხა: ვფიქრობ საკმაოდ ნათელია, რომ მე მაქვს დირექტორ კომისადმი ნდობა“.

 


როგორც „როიტერსი“ წერს, მნიშვნელოვანი იქნება თუ უფრო მეტი „რესპუბლიკელი“ დაიწყებს საუბარს პრეზიდენტის იმპიჩმენტზე, რადგან პარტიას კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობა უკავია. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის უბრალო უმრავლესობაა საჭირო წარმომადგენლობით პალატაში, რომელიც საწყისი ნაბიჯი იქნება განხილვებმა სენატში გადაინაცვლოს და საქმე იმით დასრულდეს, რომ პრეზიდენტს თანამდებობა იძულებით დაატოვებინონ.

 


„რესპუბლიკელმა“ სენატორმა ლიზა მურკოვსკიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ შესაძლოა დროა დამუკიდებელი კომისიის შექმნის ან სპეციალური ბრალმდებლის დანიშვნის, გამოხატა რა მისი წუხილი „ტრამპის, FBI -ის და რუსეთის შესახებ მუდმივი და ხშირად წინააღმდეგობრივი ცნობების გავრცელების“ შესახებ.

 


„ამერიკელი ხალხი იმსახურებს იცოდეს სიმართლე“ თქვა მან და დაამატა, რომ ეს გადაუდებელი და მნიშვნელოვანი საკითხია საზოგადოებრივი ნდობის აღსადგენად.

 


„რესპუბლიკელი“ ადამ კინზინგერი, წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, იმ „რესპუბლიკელებს“ შორისაა, რომლებიც დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვენ. ასეთივე პოზიცია აქვს „რესპუბლიკელ“ კონგრესმენს, სტივ ნაითს.

 


„როიტერსი“ წერს, რომ ვაშინგტონში ატეხილი ალიაქოთის ფონზე, ტრამპმა უტიფარი სიტყვები იხმარა შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემიის კურსდამთვარებულებთან, კონეკტიკუტში სიტყვით გამოსვლისას, დაიჩივლა რა მედიის რეპორტაჟებზე იმის თქმით, რომ ისტორიაში არც ერთ პოლიტიკოსს „არ მოპყრობიან ასე საშინლად და უსამართლოდ“, როგორც მას ეპყრობიან.

 


ტრამპმა თქვა, რომ „მტრობა გხდის უფრო ძლიერს“ და დაამატა, რომ რაღაცები ყოველთვის არ არის სამართლიანი, მაგრამ „ შენ უნდა მაგრად იშრომო და იბრძოლო, იბრძოლო, იბრძოლო. არასოდეს, არასოდეს, არ დანებდე“.

 


FBI-ის ყოფილი დირექტორის, ჯეიმს კომის სამსახურებრივი ჩანაწერის შესახებ გავრცელებულ ინფორმაცის წინ უძღოდა ტრამპისადმი მორიგი დარტყმა. როგორც აშშ-ს მედია იუწყება, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ფრიად საიდუმლო ინფორმაცია გაუმჟღავნა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ დაგეგმილ ოპერაციაზე, განაცხადა აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა ორშაბათს, რითაც მორიგ დავაში გახვია თეთრი სახლი ტრამპის მიერ თანამდებობის დაკავებიდან მოკლე პერიოდში.

 


როგორც „როიტერსი“, მდგომარეობის მცოდნე ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, ინფორმაცია, რომელიც გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან და რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკთან იქნა გაზიარებული, „ისლამური სახელმწიფოს“ მეომართა ჯგუფის წინააღმდეგ ბრძოლაში მყოფ შეერთებული შტატების მოკავშირისაგან იყო მოწოდებული.

 


ტრამპის გარშემო ატეხილი ასეთი აურზაურის ფონზე, ოთხშაბათს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა წარუდგინოს შეერთებული შტატების სენატს და კონგრესს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოლაპარაკებების ჩანაწერი, თუკი ვაშინგტონში მსგავსი სურვილი ექნებათ, განაცხადა

 


„თუკი შეერთებული შტატების ადმინისტრაცია შესაძლებლად ჩათვლის, ჩვენ მზად ვართ წარვადგინოთ აშშ-ს სენატსა და კონგრესში ლავროვისა და ტრამპის საუბრების ჩანაწერი“, თქვა პუტინმა, იტალიის პრემიერ მინისტრ პაოლო ჯენტილონისთან შეხვედრის შედეგების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე, როგორც ამას „რია ნოვოსტი“ იუწყება.

 


მან დააზუსტა, რომ „რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუკი ამას ამერიკის ადმინისტრაცია მოისურვებს“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი