ტრამპისა და რუსეთის კავშირებზე გამოძიებას FBI-ს ყოფილი დირექტორი რობერტ მიულერი უხელმძღვანელებს
18-05-2017, 00:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის მხრიდან 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე სავარაუდო ჩარევის და ტრამპის კამპანიის მოსკოვთან რაიმე კავშირების შესახებ გამოძიების ზედამხედველობის განმახორციელებელ სპეციალურ პროკურორად ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) ყოფილი დირექტორი რობერტ მიულერი დასახელდა.

 


როგორც BBC იუწყება, მისი დასახელებისას აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს ის, რომ ამ საქმეს გარეშე პირმა უხელმძღვანელოს.

 


აღნიშნულ დანიშვნას მოწონებით შეხვდნენ როგორც „რესპუბლიკელი“, ისე დემოკრატი“ პოლიტიკოსები, განაცხადეს რა რომ მიულერს „უმწიკვლო რეპუტაცია“ აქვს.

 


საქმეზე სპეციალური პროკურორის დანიშვნის მოწოდებები მას შემდეგ გაძლიერდა, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა გასულ კვირას FBI-ის დირექტორი ჯეიმს კომი თანამდებობიდან მოულოდნელად გაათავისუფლა.

 

 

FBI და კონგრესი ტრამპის კამპანიის გუნდსა და რუსეთს შორის პოტენციურ კავშირებს იკვლევენ.

 


შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურები დარწმუნებული არიან, რომ მოსკოვი ცდილობდა „რესპუბლიკელი“ კანდიდატის, დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ჩარევას 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

 


მიულერის დანიშვნიდან რამდენიმე საათში, პრეზიდენტმა ტრამპმა პროგნოზი გააკეთა, რომ ახალი გამოძიება მასა და მის გუნდზე ეჭვებს გაფანტავს. უფრო ადრე თეთრი სახლი აცხადებდა, რომ გამოძიების ხელმღვანელად გარეშე პირის დანიშვნის საჭიროება არ არსებობდა.

 


„სრულყოფილი გამოძიება დაადასტურებს იმას, რაც ჩვენ უკვე ვიცით - არ ყოფილა საიდუმლო შეთანხმება ჩემ კამპანიასა და ნებისმიერ უცხოურ დაწესებულებას შორის“, განაცხადა პრეზიდენტმა.

 


მიულერმა კი, რომელსაც ფართო სახის უფლებამოსილება ექნება, მის დანიშვნასთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა: „ვიღებ ამ პასუხისმგებლობას და შევასრულებ ჩემ მოვალეობას მთელი ჩემი შესაძლებლობებით“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი