უჩა ნანუაშვილი: ის ფაქტი, რომ მხოლოდ გუშინ მოხდა ფარცხალაძის დაკითხვა, ბევრ კითხვას აჩენს
18-05-2017, 04:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, „ბევრ კითხვას აჩენს, თუ რატომ არ მოხდა ფარცხალაძის დაუყოვნებლივ დაკითხვა".

 

 

„ჩვენ საკუთარი ინიციატივით დავიწყეთ აღნიშნული საქმის შესწავლა. თავისთავად ის ფაქტი, რომ მხოლოდ გუშინ მოხდა ფარცხალაძის დაკითხვა, ბევრ კითხვას აჩენს, თუ რატომ არ მოხდა დაუყოვნებლივ მის დაკითხვა? როდესაც საუბარია განცხადებაზე, რომელსაც აკეთებს ერთ-ერთი კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელი, მე ვფიქრობ, დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიყო რეაგირება ამ განცხადებაზე. ჩვენ გამოძიებას თვალ-ყურს მივადევნებთ. ცოტა ხანში ძალიან ბევრ საკითხზე გვექნება ინფორმაცია და ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი. იმედი მაქვს, ეს გამოძიება გონივრულ ვადაში დასრულდება. თუ, რა თქმა უნდა, ეს გამოძიება არ დასრულდა და კიდევ ერთი გაწელილი საქმე არ მივიღეთ. რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დგება სხვა ფორმატში ამ საქმის შესწავლის აუცილებლობა. მათ შორის, შესაძლოა, იყოს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში", განაცხადა ომბუდსმენმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი